გერმანიის ნაკრებს თბილისში ფანებმა დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
27 მარტს საღამოს, თბილისს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მსოფლიოს ჩემპიონებმა აეროპორტიდან გეზი პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" აიღეს.

გერმანელთა დელეგაციას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი სასტუმროსთან დახვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა მოუწყვეს. გერმანიის ნაკრების რამდენიმე ათეული ფანი გერმანიის ნაკრების ფორმაში, ხელში პლაკატებითა და ამ ქვეყნის დროშებით შეეგება სტუმრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
გერმანიის ნაკრები თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა - გუნდს ბოლო მომენტში მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და შემტევი ნახევარმცველი ქარიმ ბელარაბი გამოაკლდნენ, მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კი ნაკრებში მათი შემცვლელების მიწვევა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

გერმანიის ნაკრები
საქართველოს დედაქალაქს ამ 21 ფეხბურთელით ეწვია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);
მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი);
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (დორტმუნდი), სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე (ყველა - ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი);
თავდამსხმელები: მაქს კრუზე (გლადბახი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციას 28 მარტს, 12:00 სთ-ზე გამართავს, სტუმართა გუნდი კი ოფიციალურ ვარჯიშს "დინამო არენაზე" 17:00 სთ-ზე ჩაატარებს.

საქართველოსა და ფიფას რეიტინგის ლიდერის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
მკითხველის კომენტარები / 19 /
სირცხვილი თან სკანდირებენ!!! ვაი რა გეშველებათ. 0% ეროვნულობა დაგრჩათ ვინც ამას აკეთებს თან კიდევ ტაშს უკრავენ. ვაი ვაი ხალხი ხართ.
Temo
28 მარტი 2015 13:48
0
პოტენციური მონები :(
რეზო
28 მარტი 2015 13:14
0
ბარემ მ***ტიც გაუკეთეთ
xxx
28 მარტი 2015 10:17
0
სამარცხვინოა, ესეთი რამე მე მგონი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, მალადეც ფანებო, ჰენდერ ხოხ გიტლერ კაპუტ,
Giorgi
28 მარტი 2015 10:11
0
კარგით რა ეს რა სისულელე გააკეთეთ,გერმანელებს კიდე მოტივაცია უნდათ?დარწმუნებული ვარ სტადიონზე ხალხის 80% გერმანელების სანახავად მივიდა[სირცხვილია,საქარტველოს მაინც უგულშემატკივრეთ].ან საერთოდ რა ამბავია 30 ლარი ბილეტის ფასი?ვისაც მარტლა საქარტველოს ნაკრებზე გული შეტკივა სახლში უნდა იჯდეს და იქედან უგულშემატკივროს.
romeo
28 მარტი 2015 09:29
0
საზიზღარი გერმანია! გადმოვიდა ჩვენს საზღვრებზე..
Zurikela
28 მარტი 2015 03:29
0
ბავშვობიდან გერმანიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრებთან, შენ ნაკრებთან რომ ჩამოდის სათამაშოდ ასე როგორ უნდა დახვე არ მესმის. ანათი ლოგიკით მათვე უნდა უგულშემატკივრო?
dato
28 მარტი 2015 01:31
0
მითხარით ვინმემ,ის რაც დღეს ქართველებმა გააკეთეს ნორმალურია?ამას ქართველის მეტი იზავს ვინმე?რა ჯიშის ხალხი ვათ და რა ღირებულებებს ვემსახურებით? ხალხნო თქვე ოჯახ ასჰენებულებო,მეც ვარ გერმანიის გულშემატკივარი საერთაშორისო დონეზე მაგრამ მისი ქვეყნის დროშებით ჩემს ქვეყანაში დახვედრა და მისი ფორმებით უკვე ან დებილობაა და ან უწმწურ სიტყვასაც დავწერდი მაგრამ არ დავწერ იმიტომ რომ არ გამოქვეყნდება და ვერ მოგცვდენთ ჩემს აზრსისედაც კარგად მიხვდებით რაც ვიგულისხმე,ფუუუ თქვენ!!!
Bacho
28 მარტი 2015 01:18
0
Vax ra geshvelebat mag xalxs vinc germaniis droshebit dgaxart
Emre
27 მარტი 2015 23:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული