კახა ცხადაძის შეგირდებმა გუშინ მსუბუქად ივარჯიშეს, დღეიდან კი გუნდი ორჯერადი წვრთნის რეჟიმზე გადავა.
როგორც გვითხრეს, ავსტრიაში კარგი ამინდია და ყველა ფეხბურთელი თავს შესანიშნავად გრძნობს.
ეროვნულ გუნდს ავსტრიაში შეუერთდნენ ვაკო ყაზაიშვილი, ლევან ყენია და უჩა ლობჟანიძე. მალე ნაკრებთან ერთად იქნებიან მათე ვაწაძე, გურამ კაშია და ლაშა დვალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"