კახა ცხადაძე: ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?!

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს. ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. მისი პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

"მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას.

ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მერე ეს ცალკე სალაპარაკო თემა გახდება. ...ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?! კონტრაქტი მაქვს, ვალდებულებებია, მილიონი რაღაცაა...

მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს - ნაკრებში მუშაობა", - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს
მკითხველის კომენტარები / 36 /
რა დაბალი დონე გვაქ მწვრთნელისთვის ენანებათ ფულის გადახდა ესენი სტადიონებს ააშენებენ? :X
fsf
21 იანვარი 2016 13:54
0
კობიაშვილისგან ამას არ ველოდი. თუ რამე სიახლე ჰქონდა ჩაფიქრებული ჯერ ცხადაცესთან, ერთიერთზე უნდა გაერჩია და შემდეგ გამოეტანა გარეთ. თუ ცხადაძესთან "ძველი ანგარიშები" ჰქონდა მისი წასვლა წინასწარვე უნდა მოეთხოვა. მე ძალიან ახლოს ვიყავი სულმნათ ნოდარ ახალკაცთან და კარგად მახსოს მისი ის პრომემები, რომელსაც ამბიციურები უქმნიდნენ. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა ადამიანისაგან აბსოლუტურად სახვადასხვა მონაცემებს მოითხოვს. საქართველოს ნაკრების მთავარ მჭვრთლს ხელს ვერავინ უდა უშლიდეს. ჩემი კუთხიდან დანახული შევარდნაძის მხოლოდ ერთადერთი ღვაწლი მახსოვს, ის ახალკაცის საქმეში ჩარევის უფლებას არავის აძლევდა. დღეს ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატობანას თამაშშია დახელოვნებული და არა ქვეყვნის წინსვლის ხელშეწყობაში. ასე,რომ არ იყოს უახლესი ისტორიითაც დაინტერესდებოდნენ.
a
21 იანვარი 2016 13:35
0
მეგობრებო დავუდგეთ ზესტაფონს გვერდით...
ვის გახსოვთ ეს გუნდი? იგივე დღეში არ ჩავარდეს ზესტა ... არ დავუშვათ
როგორ მიყვარდა ეს გუნდი :(
Dito
21 იანვარი 2016 13:19
0
ბოლო წელია, ნაკრებს შედეგის და თამაშის ხარისხის მხრივ პროგრესი აქვს. რა დროს მწვრთნელის ცვლილებაა...
tngh
21 იანვარი 2016 12:49
0
აბსოლიტურად სწორი მიდგომა აქვს ფედერაციას ჩემი აზრით.როდესაც რეალურად ხედავ იმას რომ,დღევანდელი კონტიგენტით რაიმე ხელშესახები შედეგის მიღწევა არარეალურია სანაკრებო დონეზე და ამავდროულად მოშლილია ყველაფერი რამაც,ქვეყნის უპირველესი გუნდის წარმატებას უნდა შეუქმნას მყარი საფუძველი (ინფრასტრუქტურა,ბავშვთა ფეხბურათი,ეროვნული ჩემპიონატი მწვრთნელთა თუ მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.)არ არის საჭირო მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი,ამის ნაცვლად ჯობია მთლიანი რესურსი მიმართვა საფუძველის ჩაყრისთვის მომავალი,სტაბილური წარმატებისა ნაკრების.ხოლო თუ მაინც დადებს ეს კაცი შედეგს ამ მოცემულობიაში და შედეგში არავინ ითხოვს მანდამაინც დასკვნით ფინალურ ეტაპზე გასვლას მაშინ.აიღოს დაუმადლებლად და ალალად ის ფული ბონუსების სახით.
daviti
21 იანვარი 2016 12:46
0
ცხადაძის კომენტარი ნათლად ასახავს ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ „უპატრონოებს"ძალიან უჭირთ დამკვიდრება; საქმე ეხება მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის მოგვარებაც კობიაშვილმა უნდა დაიწყოს. პირველ რიგში უცხოელი მწვრთნელების მოწვევით ასაკობრივ ნაკრებებში.
დედა
21 იანვარი 2016 12:35
0
გაიხსენეთ სტატია -თენგიზ სულაქველიძე: უკეთეს ჯგუფს ვერც ვინატრებდით!

თენგიზ სულაქველიძე:"სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ. უკეთესს ვერც ვინატრებდით. თუ რამე შეგვიძლია რეალურად, ახლა უნდა ვქნათ. ისეთი ჯგუფია, რომ რაღაცას უნდა მივაღწიოთ...ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს შეუძლია იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. მესამე ადგილი კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს"...
გუჯა კახაძე
21 იანვარი 2016 12:34
0
აცალეთ ცხადაძეს......
revazi
21 იანვარი 2016 12:28
0
კალაძე მანამ არ მოისვენებს სანამ კარლოს არ დანიშნავს მწვრთნელად, ანჩელოტის არ ვგულისხმობ, მამამისს!
manuchar
21 იანვარი 2016 12:19
0
ცხადაძეზე მეტი მწვრთნელი არც გვჭირდება და არც ღირსები ვართ.
ბს
21 იანვარი 2016 12:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული