კახა ცხადაძე: ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?!

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს. ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. მისი პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

"მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას.

ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მერე ეს ცალკე სალაპარაკო თემა გახდება. ...ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?! კონტრაქტი მაქვს, ვალდებულებებია, მილიონი რაღაცაა...

მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს - ნაკრებში მუშაობა", - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს
მკითხველის კომენტარები / 36 /
ცხადაძის გაშვებას არავინ გეგმავს, თქვაკაცმა ღიად, მე ვაპირებ სახელფასო სისტემის შეცვლასო, არ დაუმალავს, ღიად თქვა, ფაქტის წინაშე კი არ დაუყენებია. შედეგზე ორიენტირებული რომ იყო ხელფასი კარგი უნდა გქონდეს და ე.წ. "ბონუსი" კი კარგი "კუში" უნდა იყოს. მოტივაციაც ეს არის.
ახლა მინდა აქ მოღვაწე ჟურნალისტებს ვთხოვო თავიანთი კომენტარი ქეცბაიაზე, როგორც კი წააგებ ეგრევე სვავებივით ყველაფერს რომ "გამოაჭენებენ", დაძაბავენ სიტუაციას, შედგებიან წიხლებით, ყურადღება მიაქციეთ "ცალკე სტატიასაც" კი უთმობენ მის უარყოფით შედეგებს, მაგრამ როცა იგებს მაშინ რომ ჩუმად არიან, ან ძირითად ბადეში რომ აყოლებენ სა"სხვათაშორის"-ოდ...... ცოცხლები ხართ საერთოდ? :)))))))))))
კახას კი წარმატებას ვუსურვებთ. ახლა ნამდვილად არ გვაწყობს მისი წასვლა, არ შეიძლება მისი დაკარგვა
გულშემატკივარი
21 იანვარი 2016 12:06
0
giga-ს. მესამე ადგილი არაფრის მომცემია? მაშინ რაღას აკომენტარებ აქ. წადი რა ცხვრები მომწყესე.
begi
21 იანვარი 2016 12:04
0
იყოს ბატონო ცხადაძე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ მისი აზერბაიჯანული გამოცდილება ციდან ვარსკვლავებს ჩვენს ნაკრებს ვერ მოაგლეჯიებს, წასულიყო სხვა დონით უფრო მაღალ ქვეყნების ჩემპიონატში და იქ მოესინჯა მისი ძალა, ეტყობა პატარა რქიანი ჯიხვია, მოკლედ იყოს და ქეცბაიასავით ესეც მისით წავა ,,უშედეგობის გამო,,
ფიოლა
21 იანვარი 2016 11:55
0
რა ხდება ხალხო ძლივს ნორმალური მწვრთნელი მოვიდა ნაკრებში და იმასაც აგდებენ. კობის ცოტა იქ ხო არ აქვს?
gio-goli
21 იანვარი 2016 11:53
0
ქუთაისი:
რატომ უნდა წავიდეს ცხადაძე?! ამაზე გიფიქრიათ საერთოდ? რომ გამოდიხართ აქ და უპასუხისმგებლო განცხადებებს რომ აკეთებთ. შესარჩევი ციკლი ჩააგდო თუ რა? ცხადაძე იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს თუ მომავალი შესარჩევის შემდეგ მის მიერ ნაჩვენები შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი.
კახა წარმატებები, ოღონდ ბაჩანა ცხადაძე ამ ეტაპზე მართლა არ არის ნაკრების დონე და იქნებ ამ საკითხზე უფრო ღრმად დაფიქრდე.
Georgiano
21 იანვარი 2016 11:37
0
რა ხდება,მიეცით ადამიანს მუშაობის საშუალება
!
21 იანვარი 2016 11:34
0
ტრიპაჩობს ახლა, იმ არაფრის მომცემ მესამე ადგილისთვის აძლევს პრემიას და რა უნდა.
giga
21 იანვარი 2016 11:30
0
გუშინ კობიაშვილის ვიდეო რო ვნახე, საშინლად არ მომეწონა მაგ კაცის დამოკიდებულობა, არამეგობრული ჩანდა ძალიან და რა უნდა რას იჭიმება ვერ ვხვდები,/ ესე ტუ გააგრძელა არ აცდება მაგასაც , ისე როგორც რეზის და დომენტას..../// ცხადაძე არ მგონია ვინმე პატრონის იმედად იყოს,/ ჩვენ ქართველებს გვაქ ასეთი გამოთქმა, ( უპატრონო კი არ ვარ... :D) უბრალოდ არ გაუტარებს კობიაშვილს ესეტ უაზრო ცხვირაბზეკას..
Vaso
21 იანვარი 2016 11:27
0
რაზე დაობთ? რატომ გონიათ, რომ სიტყვა "პატრონში", კახამ ვინმე პირტოვნება იგულისხმა? კახას პატრონი არის ის ხელშეკრულება და ფიფა უეფას დებულებები, რომელიც მის უფლებებს იცავს. მასე არაა ძმაო. ფედერაციას კი შეუძლია ახალი პირობები წაუყენოს მწვრთნელს, მაგრამ არანაკლები უფლება აქვს მწვრთნელსაც. მე ვფიქრობ, რომ კობი კახასთან უკვე ჩაჭრილია. დიდი შეცდომას დაუშვებს კობი და მისი გუნდი თუ უკვე შეკრულ გუნდს დაშლის. გეგუჩაძე უნდათ რომ გაჩითონ, მაგრამ კახასთან ის, როგორც მწვრთნელი, ახლოსაც ვერ მივა. მაშინ ადგეს კობი და თქვას, რა არის მთავარი მიზეზი კახას შესაძლო გაშვებისა, ფინანსები თუ სხვა რამ. კახამ ხომ გააკეთა განცხადება ხელფასის შემცირების შესახებ? მაშინ რა არის მთავარი მიზეზი? ეხ კობი, კობი!!! ყველა როგორ იცვლებით ძალაუფლების მიღების შემდეგ!!
kaki
21 იანვარი 2016 11:21
0
მართალია ცხადაძე. ინტერიდან რომ წამოვიდა, მას კონკრეტული პირობები ჰქონდა შეთავაზებული და ამის გამო წამოვიდა. სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. კონტრაქტი უკვე არსებობს. ახლა უნდათ რომ შეუცვალონ კონტრაქტის პირობები. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილზე. ახლა მწვრთნელის შეცვლა არ იქნება კარგი. მითუმეტეს ასე მოექცე ადამიანს რომელსაც აქვს დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე, კარგს არაფერს მოიტანს სამომავლოდაც.
ნიკა
21 იანვარი 2016 11:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული