ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
ხალხი საქართველოსთვის ომში მიდის და კვდება. ცხადაძე კიდე თვეში 50 ათას ლარს არ კმაყოფილდება. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
eL
23 იანვარი 2016 22:50
0
კობიაშვილი არის მართალი, ყველაფერში! სრული მხარდაჭერა კობიაშვილს! რა 120 000 ლარი? რაში? 12 ათასი ცოტაა?
არჩილ ხოფერია
23 იანვარი 2016 22:41
0
ძლივს დაემგვანა ნაკრები გუნდს და აჰა, ვის მოეწონება ხელმოწერილი შეთანხმების ხელფასის განეხევრება თქვით აბა ალალად. ერთხელ და სამუდამოთ გაიგეთ რომ ყველაფერი უნდა განისაზგვროს როგორც წესია. ამოუწურეთ კონტრაქტი ჯერ და მერე გინდ ბონუს სისტემა შემოიღეთ და გინდ მოხალისე მწვრთნელი აიყვანეთ. რა არის აქ გაუგებარი. მეც არ მომწონს მაგხელა ხელფასი რომაა მაგრამ შედგა კონტრაქტი, უნდა შესრულდეს კიდეც. არ შესრულდება და კომპენსაცია. აი ესეა კანონით.
reinjeri
23 იანვარი 2016 22:35
0
მგონია რო კახაც უნდა დათანხმდეს და კობიც არ უნდა შეჯდეს ვირზე თორე ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი ამ ეტაპზე. გადაჭრით რო ცხადაძე აღარარი მწრთვნელი და ან თვეში 50 000 არის ცხადაძისთვის ძალიან ცოტა, იმიტომ რომ როგორ იცხოვრბს ცხადაძე მაგ თანხით დიდი სირცხვილია ორივესი. ბაღის ბავშვებივით მოქცევა არასწორია.იმედია აღმასკომში მოაზროვნე ხალხი ზის. ხალხის ხმაც გაიგეთ. ჩვენც გვიყვარს ფეხბურთი.
კახაბერი
23 იანვარი 2016 22:19
0
ყველა ფეხბურთის კიკუ უნდა დაისაჯოს, ცოტა უხერხულია ესეთი ვაჭრობა. ჯერ შედეგი და მერე ხალხი თვითონ მოითხოვს მილიონები მიიღონ კარგი შედეგისთვის. წინა სასტავმა მოპარული ფულები უნდა დააბრუნონ და ასევე დაისაჯონ ფულიც შეჭამეს და შედეგიც არ იყო
inga
23 იანვარი 2016 22:05
0
კობი მართალი კაცი ხარ, მიაწექი ბოლომდე, ხალხი შენს გვერდში ვართ!
kkk
23 იანვარი 2016 21:50
0
ფეხბურთის ყურება შეაძულეთ ხალხს ფედერაციამაც და ფეხბურთელებმაც, თქვენ დაფინანსების რა ღირსი ხართ ............
5
23 იანვარი 2016 21:36
0
ეს ცხადაძე ეხლა წავიდეს და დაგვიმტკიცოს რო მაგარი მერე ხალხი მოითხოვს კობი ალალი კაცობა კი არა მგლობაა საჭირო
fulo
23 იანვარი 2016 21:26
0
მართალია კობიაშვილი, შედეგზე იყავი დამოკიდებულიო, ამაზე კარგი რა უნდა შეეთავაზებინათ ცხადაძისთვის,,,
აბა როგორ, ჯგუფში ბოლო ადილზე გახვიდე და ამხელა ფული წაიღო. თუ უკან დააბრუნებს, დააბრუნებს კი არა, ცხადაძე აქ ფულისთვის ყოფილა მოსული
ზაზა
23 იანვარი 2016 21:20
0
კობიაშვილის გადაწყვეტილება სამართლიანია,,,
ახლა ჯერი აღმასკომზეა !
რუსო
23 იანვარი 2016 21:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული