სფფ-ის აღმასკომმა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა

AutoSharing Option
აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა.

ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს ლევან კობიაშვილის ინიციატივა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება კონტრაქტის გაწყვეტაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

თუმცა, კობიაშვილის თქმით, ცხადაძე ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვერ დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 45 /
ვერ გავიგე რა ხდება ერთგან ამბობენ გაათავისუფლესო, აქ წერთ არაო, შეთანხდით რა...

კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
-----------
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასკომმა ფედერაციაში გამართულ სხდომაზე მიიღო. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა. კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. კერძოდ, სფფ კახა ცხადაძეს ხელფასის საგრძნობლად შემცირებას და საბონუსე სისტემას სთავაზობდა. თავის მხრივ კი, ცხადაძემ ეს შეთავაზება არ მიიღო და ფედერაციას თავისი პირობა წაუყენა – ხელფასის 25%-ით შემცირება, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი აღნიშნული 25%-ის უკან დაბრუნება. ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა კახა ცხადაძის ხელფასის ოდენობა და სფფ-ს მიმართ მისი ვალი გამოააშკარავა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ კახა ცხადაძე თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა. კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2014 წლიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნის
zviad
26 იანვარი 2016 13:35
0
საღოლ აღმასკომს, ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს. შედეგს რომელმაც მე პირადად ძალიან გამახარა :)
ერთგული გულშემატკივარი
26 იანვარი 2016 13:31
0
ყოჩაღ! მივესალმები! ყოფილან ნორმალური და გაბედული ხალხი აღმასკომში
სანდრო
26 იანვარი 2016 13:30
0
კარგია
დიტო
26 იანვარი 2016 13:30
0
ბრავოოოო აღმასკომს ბრავოოოო!!!!!!!!!!!!! ეს იყო 100% სწორი გადაწყვეტილება! ან მიხვდნენ რომ თუ კონტრაქტს გაწყვეტდნენ მაინც საკმაო თანხა გამოუვიდოდათ გადასახდელი... მაგრამ ყოჩაღ მაინც
_svani_
26 იანვარი 2016 13:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული