ვლადიმირ ვაისი: ასე თამაში არ შეიძლება!

AutoSharing Option
27 მაისს ავსტრიულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი თქვა:

"ცუდად ვითამაშეთ. სლოვაკებთან ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. ისინი ჩვენზე უკეთ არიან მომზადებულნი და ფორმაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. პირველ ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთ ორგანიზირებული თამაშობდა.

შესვენებაზე შევეცადე, გუნდის თამაშში მეტი აგრესია შემეტანა. მაგრამ მარტივი გოლები გავუშვით, მნიშვნელოვანი იყო ადამ ნემეცის მეორე გოლი. მესამე გოლი უბრალოდ აღმაშფოთებელია ჩვენი მხრიდან,
ასე თამაში არ შეიძლება, კედელი ვერ დავაყენეთ და დარტყმულზე რეაქციაც არ ყოფილა.

დიახ, საქართველოს ნაკრები ცდილობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი. მაგრამ უფრო მეტს ვიშრომებთ".
მკითხველის კომენტარები / 74 /
Chemi 5 komentaridan romelic gushi gavakete dgemde arcerti ar dades :)
Ggg
28 მაისი 2016 11:53
0
ვისაც შეეძლო ფეხბურთისვის რაიმე გაეკეთებინა, ის ენერგეტიკაში ფულის შოვნაზეა გადასული, შე კაი კაცო როგორც ფეხბურთელი შემდგარი ხარ, ფულიც გაქვს, თუ გიყვარს ქვეყანა მიგეხედა ახალი თაობისთვის, ზიდანს რატომ აფასებს მთელი მსოფლიო იცი, ახალი ფეხბურთელების გაზრდაში დებს ფულს და არა ჰესების წილებში. ამიტომა ხარ 0 და ასე დარჩები ისტორიაში
ლევანი
28 მაისი 2016 11:39
0
არ იცით ვინ არის ქვეყნის არაფორმალური მართველი?ან ფეხბურთში ვინ ერევა?მიუხედავად ამისა თვითონ ცხადაძეც უნდა წასულიყო შემოთავაზებაზე(((უნდა გაეკეთებინათ მაქსიმუმი ორივე მხარეს კომპრომისის მოსაძებნად,...მაგრამ სად გვინახია,რომ ქართველებს შეეძლოთ კომპრომისული გადაწყვეტილებით ეხემძღვანელათ?რომელ სფეროში?
–თუბდაც დათანხმებულიყო ცხადაძე,მაინც დიდად არაფერი შეიცვლებოდა,რადგან დონე,კლასი ძალიან საშუალოა.არასაკმარისი სანაკრებო დონისთვის(არც კლუბებში გლიჯავენ)
ნანახი მაქვს სლოვაკების მატჩები შესარჩევში(უკრაინასთან–ორივე,ესპანეთთან–შინ).ჯერ ერთი,რომ სლოვაკებმა პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა გამოიყვანეს,მაგრამ მთავარი–მათ დღეს ტემპი არ აუწევიათ,სისწრაფეების საკუთარი მაქსიმუმი არ ჩაურთვიათ(ალბათ ჯერ ფორმის ფორსირება არ უნდათ)...მოგვიგეს აკადემიურად–კლასზე(((მე ერთში ვხედავ შანსს ნაკრების გაძლიერების–თურქეთის სუპერლიგის ქართველებში(და გერმანიაშიც შეიძლება თამაშობდნენ თურქეთის ლაზები)....უნდა გადავიხადოთ რაც დაჯდება.5 მლნ ლარი წელიწადში?რატომაც არა?რატომ მეტი არა?გვინდა გვყავდეს ნაკრები?სხვა გზას მე მინიმუმ უახლოეს წლებში ვერ ვხედავ!...თან ამ ნაბიჯს არამარტო სპორტული დატვირთვა ექნება!
თურქეთის მე5–8 კლუბის ძირითადის ფეხბურთელები ჩვენზე მაღალი კლასის არიან(რომ არაფერი ვთქვათ პირველ სამეულზე).სულ მცირე–მუდამ პრეტენზია ექნებათ შესარჩევიდან გასვლაზე
რატომ ჭოჭმანობს გიორგი ჯიქია?ალბათ არ გაუკეთეს შესაბამისი,ადეკვატური წინადადება((როგორ გვინდა?ბიჭმა ლეგიონერის სტატუსი მიიღოს,გარისკოს ტრამვით და ამ დროს უფასოდ ითამაშოს ნაკრებში?ჩვენი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფი პირები უფასოდ მუშაობენ?...ბევრია ქართველი,რომელიც ანაზღაურებად სამსახურს მიატოვებს და უფასოდ მოემსახურბა ქვეყანას?..კი–კარგი იქნებოდა,რომ გამოქცეულიყო ჯიქია სათამაშოდ,მაგრამ...

ზაზა
28 მაისი 2016 11:37
0
სანამ რომელიმე ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის მიერ აპრობირებული სისტემით არ დაიწყება ნულიდან ანუ ბავშვთა ფეხბურთიდან ყველაფერი მანამდე არაფერი ეშველება. ამ გამოქლიავებული მწვრთნელების გაზრდილები ამაზე მეტს ვერ გაქაჩავენ.
........
28 მაისი 2016 11:37
0
Gio-ს აეეე კი ქონდა შეგახსენოო?? შოტლანდიასთან თუნდაც გერმანიასთან როგორი მოტივირებულები გამოვიდნენ და ყველა გუნდთან არააა ამ მწვრთნელს აქ შედეგი და თავისი ხელწერა თუ როგორ ათამაშებს გუნდს)))) ცხადაძის მოსვლიდან პირველივე მატჩზე შეეტყო მონდომება მაინც მცირეოდენი ))))))))))
guga
28 მაისი 2016 11:37
0
Visac sheuzlia rom momaval taobqze ifiqros da gexburtshi duli chadoa is mtavrobis skams epotineba da fulis shovnazea gadasuli. Kalazes vgulisxm
Levan
28 მაისი 2016 11:32
0
რა მაინტერესებს იცით? ცხადაძის ნაცნობები პოსტავთ? რა ცხადაძე? :)))
1 თამაშს ყველა მწვრთნელი იგებდა ნაკრებში ვინც გვყავდა.
და 3:0 ესტონეთთან ცხადაძემ არ წააგო? მაშინაც კარგად ითამაშა ნაკრებმა?
ცოტა ლოგიკურად რო ვიფიქროთ არა?
lotusi
28 მაისი 2016 11:31
0
რა შუაშია კობიაშვილი ვერ ვხვდები, სულ რომ კარლო ანჩელოტი დააყენო მწვრთნელად ის ვერ ათამაშებს იმ ხალხს ვისაც თამაში არ უნდა. სამივე გოლი ისეთი გავიდა რომ კაციშვილს არ უბრძოლია და რაღაცით ბულგარეთი-საქართველოს 6-1 გამახსენდა, კუპერს რომ "უჩალიჩებდნენ" ბიჭები. ის კი არ იციან თავის თავს და მთელს ქვეყანას რომ ერჩიან, ამაშია საქმე. გასაგები რომ, ცხადაძეს გაშვებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის საქმეს მაგ ამბავს.
dave
28 მაისი 2016 11:26
0
ნაკრების თამაში შესაფასებელია რამდენიმე კომპნენტით და არა ერთით. დიახ, ცხადაძეს ქონდა ბევრი წაგება, მაგრამ გაიხსენეთ 2 მათგანი როგორ ღირსეულად მიმდინარეობდა ბოლო წუთების გარდა. ბოლო წუთებში წავაგეთ ფიზიკის გამო. ეს იყო ფეხბურთელების ფიზიკური მოუმზადებლობის ბრალი. მაგრამ იყო სტრატეგია, მუხტი, კომბინაციურობა, ბრძოლისუნარიანობა.
ახლანდელი ნაკრები აგებს ყველა კომპონენტში: ფიზიკა – 0,დამუშავებული კომბინაციები – 0, მუხტი – 0. ამაშ ვისი ბრალეულობაა? მწვრთნელის. ?ასე თამაში არ შეიძლება? – ასწავლი როგორ უნდა?
GOALER
28 მაისი 2016 11:17
0
ტანჯულები!
დათო
28 მაისი 2016 11:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული