საქართველო-სლოვაკეთის მატჩის სტატისტიკამ ნირწამხდარი ქომაგი გაახალისა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქის გვერდმა 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში გამართული, საქართველო-სლოვაკეთის ამხანაგური მატჩის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა სლოვაკეთის ექსპერიმენტულ ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 1:3 დათმო და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ფეხბურთელების თამაშმა გულშემატკივარზე საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]
ვლადიმირ ვაისი: ასე თამაში არ შეიძლება!

მაგრამ, მატჩის წმინდა სტატისტიკური მონაცემებით თუ ვისმჯელებთ (რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი არ შეგვაქვს), თურმე, სლოვაკებისთვის გვიჯობნია... და რა გასაკვირია, რომ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ქომაგი ირონიით შეხვდა.

"ფაქტობრივად მოგვიგია",
"გაუნადგურებიათ სლოვაკეთის მეორე გუნდი", "ბედნიერი შემოდგომა გველის"... - ასეთ კომენტარებს აკეთებენ სოციალურ ქსელში გულშემატკივრები.

საქართველოს ნაკრები შეკრებას რუმინეთში გააგრძელებს, 3 ივნისს კი ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ისღა დაგვრჩენია ვისურვოთ, რომ არამხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით ვჯობდეთ მეტოქეებს.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ასე იქნება სანამ ნორმალური სტადიონები და სათამაშო პირობები არ იქნება.რა გასაკვირია როცა ბათუმს სტადიონი არ ეღირსა და სავარჯიშო პირობები არ არის.
მალხაზი
29 მაისი 2016 15:56
0
ჯერ ნახე 70 - 80 დასაწყისის "დინამოს" თამაში. ესენი იმნაირად რომ თამაშობდნენ რაღა გვიჭირს-ბიჭები მოედანზე დაფრინავდენ და მათთვის არ არსებობდნენ ავტორიტეტები ფეხბურთში.
pele-s oponents
29 მაისი 2016 15:01
0
რამდენი წელი კი არა, ათწლეულებია უკვე ამ აბსურდს ვუყურებ. თაობიდან თაობაზე გადადის ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი, რო ოდესმე რამეს მივაღწევთ ფეხბურთში. ჯერ იმედები, მერე გაბრაზება, ლანძღვა, დამნაშავის ძებნა. მერე იგივე წრე და ასე დაუსრულებლად. გაიგეთ, რა, ბოლო-ბოლო: ჩაბანძდა სისტემა და კი არ ზრდის, ღუპავს ფეხბურთელებს. აღარ იზრდებიან, ვერ ატყობთ?
dudu
29 მაისი 2016 13:40
0
პელეჯან ესენი ზუსტად იმ დროში ჩარჩნენ, გასული საუკუნის 70-ანების ბოლო და 80-იანების დასაწყისის ფეხბურთს თამაშობენ.
ბავშვებს, მოზრდილებს, ახალგაზრდებს ასწავლიან იმ დროინდელ 35 წლის წინანდელ ფეხბურთს. ჰოდა კიდე 500 ჯერ მაგის ჩვენება აღარ ჭირდებათ.
pele-s
29 მაისი 2016 12:35
0
მწვრთნელი გვყაააავს?
zviadi
28 მაისი 2016 21:34
0
ძვირფასო ქართველებო! გთავაზობთ წავიდეთ ბრწყინვალე წარსულში. ნახეთ იუტუბიზე "გრეატ ჯეორჯიან ფლეიერს ფრომ დინამო ტბილისი" და დანარჩენი ფეხებზე დაიკიდეთ. ისე, დღევანდელ ვაიფეხბურთელებს და ფედერაციის ვაი ბოსებს ეს კადრები უნდა აჩვინო დღეში 500-ჯერ. იქნებ რამე ეშველოთ ან ნამუსმა შეაწუხოთ.
pele
28 მაისი 2016 20:24
0
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ბოლო თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფიზიკური კონდიციების კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს. ფედერაცია გამოსავალს რატომ არ გვთავაზობს?
გუჯა კახაძე
28 მაისი 2016 20:00
0
თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სტატისტიკა აინტერესებს, მაშინ უნდა შეადაროს სლოვაკეთს, რომელიც საქართველოსავით პატარა ქვეყანა არის, იმდენი ფეხბურთელი ყავს რომ სამი ისეთი ნაკრების გამოყვანა შეუძლია რომელიც საქართველოს ნაკრებს დაამარცხებს. რამდენი ფეხბურთელია საქართველოში სტატისტიკურად და რამდენი სლოვაკეთში? რამდენი ბავშვი დადის საქართველოში ფეხბურთზე და რამდენი სლოვაკეთში? რამდენი საფეხბურთო სკოლაა საქართველოში და რამდენი სლოვაკეთში? რამდენი სტადიონია აქ და იქ? და ა.შ. აი ეს არის სტატისტიკა რომელიც სფფ-ს უნდა აინტერესენდეს.
სტატისტიკური დაბოლება
28 მაისი 2016 19:22
0
აუ რა სირცხვილია ყველასთან ვაგებთ უკვე ბ გუნდებითაც გვიგებენ ისეთ დონეზე დავეცით რო ვერც შევადარებ ვერაფერს მალე ყველა მოგვიგებს ჩვენ
dato
28 მაისი 2016 18:51
0
არა ყველაფერს ეშველება, ფეხბურთშიც კი მივაღწევთ მალე წარმატებას, მაგრამ ქართველები გულშემატკივრობის კულტურას ვერ ვისწავლით ვერასდროს: უაზრო ამბიციები და ბაქიბუქი თამაშამდე, 0 ემოცია და გამხნევება თამაშის დროს (თუ გოლს არ გავიტანთ), და უსაზღვრო ლაძღვა გინება თამაშის შემდეგ -_-
თუკი ფეხბურთელს სთხობ გულით და ჯიგრით თამაშს, საპირისპიროდ რაღაც პოზიტიური იმპულსი შენგანაც უნდა მიიღოს, რომ სურვილი ქონდეს სულის და გულის ჩაქსოვების...
-_-
28 მაისი 2016 18:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული