ისტორიული მომენტი: საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
7 ივნისს მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.

52-ე წუთზე საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ესპანელების ჩაწოდების
შემდეგ საჯარიმოში ერთმანეთს თავებით ნუკრი რევიშვილი და სერხიო ბუსკეტსი შეეჯახნენ. შედეგად რევიშვილს წარბი გაუსკდა და ის როინ კვასხვაძემ შეცვალა, ხოლო ბუსკეტსმა თამაში განაგრძო.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ესპანეთი უფრო გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობდა. ჩვენი ნაკრები ეპიზოდურად მაინც ახერხებდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას და ცდილობდა სახიფათო მომენტის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე არბიტრმა მატჩს 7 წუთი დაამატა, რა დროშიც ესპანეთი ლამის მთელი გუნდით გადავიდა საქართველოს ნაკრების ნახევარზე. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს კარში დარტყმა გიორგი ჭანტურიამ შეძლო, მაგრამ მცველს ბურთი სახეში გაარტყა.

საბოლოოდ "ჯვაროსნებმა" მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდი, "კოლიზეუმ ალფონსო პერესი"
ესპანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40)
ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76 პედრო), ლუკას ვასკესი (61 დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46 ინიესტა), ტიაგო (46 კოკე), სერხიო რამოსი (46 სან ხოსე), ხუანფრანი (46 ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო
მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (55 კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78 ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72 ქვილითაია), დვალიშვილი (72 ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84 კობახიძე)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: 61 კვერკველია, 81 სან ხოსე
მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 82 /
სულ ცოტა ხნის წინ კომენტარებში ბევრი სხვადასხვა 'წინასწარმეტყველება' გვახსოვს გაკეთებული მაგალითად, სფფ-ზე, ვაისზე, გაგუჩაძეზე და ასე შემდეგ. ფაქტი კი ერთია ვაისის საქართველოს ნაკრებმა შეძლო ის რაც მას არც ერთი სხვა მწვრთნელის ხელში არ ღირსებია-- მსოფლიო ფერხბურთის გრანდის დამარცხება თან მისსავე მინდორზე. ცალი ფეხით გვეტამაშებოდა ესპანეთი თუ სამით, ეს უკვე ისტორიულ ფაქტს ვეღარ შეცვლის რომ საქართველოსთვის აწი წარმატების საზომი გერმანიასთან საპატიო მარცხი 1:2 კი არ არის, არამედ ესპანეთთან მოგებული თამაში ესპანეთში. მორჩა, ახალ რეალობაში ვართ დღეს, და ვერანაირი 'წინასწარმეტყველებები' ამას ვეღარ შეცვლის. გუშინდელმა დღემ წარმატების თამასა ისტორიულად ახალ სიმაღლეზე ასწია. სასურველი იქნებოდა მეტი ანგარიში გავუწიოთ ხოლმე ფაქტებს და არა საკუთარ მოჩვენებით ყოვლისმცოდნეობას.
გიორგი
08 ივნისი 2016 15:29
0
გაოგნებული ვარ სიტყვებით ვერ გადმოვცემ გუშინ რაც მოხდა იმ სიხარულს... კომენტარებს ვკითხულობ და გული მისკდება რა გჭირთ ხალხო ესეთი დღეები თითზე ჩამოსათვლელია საქართველოსთვის და ამაზეც უკმაყოფილოები ხართ ესპანეთმა დაგვინდო ესპანეთმა ძალით წააგო ესპანეთს ეძინა ნეტა ყველა ეგრე გვეთამაშებოდეს და გვაგებინებბდეს თამაშებს არ გინდათ?? რაგბში რუსეთს და რუმინეთს რო ვუგებთ მაგაზე წევთ პანიკებს რო უძლიერესი გუნდი გვყავსო და გუშინ მოვუგეთ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ეს ისეთი პონტია რაგბში მინიმუმ ავსტრალიას რო მოვუგოთ... კომენტატორებს კიდე ერთი მაგათ ვთვლიდი წესიერებად და რა იყო ეს ესპანეთის 1 ეწერათ მგონი და ცუდად იყვნენ რო ვიგებდით
effe
08 ივნისი 2016 13:18
0
ამხანაგური მატჩები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ საუკეთესო ვარიანტი შეარჩიო, ძალიან მომეწონა ვაისის სიტყვები, რომ რამდენიმე ფეხბურთელს, სანამ მე ვარ, ნაკრებში არასოდეს არ დავუძახებო, იმედია ეს თამაში გარდამტეხი აღმოჩნდება ჩვენი ნაკრების საბოლოო ფორმირებისათვის, ახლა კი ზეიმის დროა (თუნდაც ერთი დღით)და მოდით ყველამ ერთად ვიზეიმოთ და მივულოცოთ ბიჭებს ისტორიული გამარჯვება
bavaria
08 ივნისი 2016 11:09
0
მაგრა ტეხავს, ეს ლამაზი ყმაწვილები, სირიელი ველური ისლამისტებივით წვერებიანები და ბანჯგვლიანები რომ დარბიან!
ვაჟა
08 ივნისი 2016 10:44
0
გეფერებით, ბიჭებო. უზარმაზარ სითბოს გაიღებს ხალხი თქვენს მიმართ, თუ თქვენგან მონდომებას, ბრძოლას დაინახავს. ასე გააგრძელეთ!!! წარმატებები საქართველოს ყველა სფეროში!!!
mamuka09ze
08 ივნისი 2016 10:44
0
დაიცათ კაცო დაიცათ, რომ იძახით არ უნდოდა მოგებაო, მთელი სასტავი რომ შემოყარა, მსაჯმა 7 წუთი რომ გადაამატა, ბოლო ბოლო გააფთრებულები რომ გვიტევდნენ ესპანეთს არ უნდოდა მოგება? პიკეც კი ბურთის გასატანად იყო ჩასული წინ და მეუბნებით მოგება არ უნდოდაო?
mister
08 ივნისი 2016 10:41
0
ცუდი ისარი რო ზოგიერთებს ცხადაძის წაგებული თამაშები ურჩევნია დღევანდელ მოგებულს ეს უკვე პირადული ამბავია და ფეხბურთთან საერთო არაფელი აქვს ვაისმა დაამტკიცა რო ის მაღალი დონის მწვრთნელია რაც შეეხება ზოგიერთი ფეხბურთელების უდისციპლინობას რასაც მან ხაზი გაუსვა თავის ინტერვიუში ამასაც მიხედავს და .ნაბიჯ ნაბიჯ გუნდი გუნდს დაემსგავსება ახალი სისხლი ნაკრებში საჭიროა და ეს მან სხვებზე უკეთაც იცის.ესპანეთთან რო გახსნილი თამაში ეთამაშა ჩვენებს ვერ მოვხიკავდით ბიჭებს მოედანზე ისეთ დღეში ჩააგდებდა ესპანეთი.ნაკრებთან სამუშაო ძალიან ბევრია დამთავარ მიზნამდე დიდი გზა გვაქ გასავლელი.
qutaiseli
08 ივნისი 2016 10:24
0
მადლობა ესპანეთს. ევროპაზე მათ ვუგულშემატკივრებ რადგანაც კლასიფიკაციის უფსკრულში გადავარდნილ საქართველოს ფაქტიურად გადასარჩენი თოკი გადაუგდეს და "ჟანგბადის ბალიშიც" თან მიაყოლეს. იმედია თავის თავში დარწმუნდებიან და სხვებთანაც არ გამოვლენ მოედანზე წინასწარ ხელჩაქნეულები. ვისთანაც გაგდის უნდა ითამაშო და ვისთანაც არა უნდა იომო შედეგისთვის. საბოლოოდ მაინც ტაბლო რჩება ისტორიაში და არავინ არ იკითხავს ესპანეთმა მოინდომა თუ არა.
........
08 ივნისი 2016 10:00
0
კაი რაა ნუ ბრაზდებით კომენტატორებზე, სასაცილო და კომედიაა ეს ყველაფერი აბა როგორ შეიძლება ამ ყველაფერს სერიოზულად უყურო და არ გაგეცინოს, რუმინეთისგან და სლოვაკეთისგან რომ 8 გოლს გაუშვებ და მერე ესპანეთს მადრიდში მოუგებ, მსგავსი კომედიები ბევრი გინახავთ? საქართველოს ნაკრების თამაშებს ლამის კაპლებით ვუყურებ, მაგრამ გუშინ გავსკდი სიცილით ჯერ გოლზე და მერე მსაჯის საფინალო სასტვენზე :))))
Irakli apkhaidze
08 ივნისი 2016 09:56
0
ისტორიული არა კვახი. 5 წელი ტვინი უნდა გამოგვიჭედონ ახლა ამ მოგებით და რუმინეთთან და სლოვაკეთთან უნდა ჩაი ან ისევ.
giga
08 ივნისი 2016 09:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული