ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ნაკრებს ესპანეთის დამარცხება დაეტყო

AutoSharing Option
14 ივლისს ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა წინ საგრძნობლად, 19 პოზიციით წაიწია და ახლა 318 ქულით 118-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჩვენმა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: 3 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე რუმინეთთან ანგარიშით 1:5 წააგო, ხოლო 7 ივნისს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებს ანგარიშით 1:0 სძლია. ფიფას რეიტიგში საქართველოს წინსვლა სწორედ ესპანეთის დამარცხებით არის გამოწვეული.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ვლადიმირ ვაისის შეგირდები მუნდიალი 2018-ის შესარჩევს 5 სექტემბერს ავსტრიასთან მატჩით გახსნიან.

ევროპის 2016 წლის დასრულების შემდეგ რეიტინგის
პირველ ათეულში გარკვეული ცვლილებები მოხდა. კონტინენტის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები მე-8 ადგილიდან მე-6-მდე დაწინაურდა. ტურნირის მასპინძელი და ფინალისტი საფრანგეთი კი მე-17-დან მე-7 პოზიციაზე აღზევდა.

არაფერი შეცვლილა რეიტინგის პირველ ხუთეულში, რომელსაც სათავეში კვლავაც ბოლო კოპა ამერიკის ფინალისტი არგენტინის ნაკრები უდგას.

ფიფა/კოკა-კოლას ივლისის რეიტინგი. TOP20
1. არგენტინა 1585
2. ბელგია 1401
3. კოლუმბია 1331
4. გერმანია 1319
5. ჩილე 1316
6. პორტუგალია 1266
7. საფრანგეთი 1189
8. ესპანეთი 1165
9. ბრაზილია 1156
10. იტალია 1155
11. უელსი 1137
12. ურუგვაი 1130
13. ინგლისი 1107
14. მექსიკა 1044
15. ხორვატია 1022
16. პოლონეთი 1011
17. ეკვადორი 1002
18. შვეიცარია 957
19. თურქეთი 915
20. უნგრეთი 915.
ასევე დაგაინტერესებთ