საქართველოს ნაკრები: ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის და კაკაბაძის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ავსტრიასთან 5 სექტემბერს გასამართი თბილისური მატჩისთვის რომ ემზადება, 30 აგვისტოს მორიგი ვარჯიში გამართა.

ამ ეტაპზე, ნაკრებთან ერთად არ არიან ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და თორნიკე ოქრიაშვილი. ყაზაიშვილი ჩამოსული იყო და პირველ ვარჯიშშიც მონაწილეობდა, მაგრამ გუშინ ვარშავაში გაფრინდა, "ლეგიასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.

სატრანსფერო საკითხებს აგვარებდა ოქრიაშვილიც, მაგრამ რაც მოხდა, უკვე იცით - მას 20-დღიანი რეაბილიტაცია სჭირდება და ავსტრიასთან ვერ ითამაშებს.

- [ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

ხოლო რაც შეეხება კაკაბაძეს, მისი არჩამოსვლის მიზეზი ვერ დავადგინეთ,
თუმცა კი გვითხრეს, რომ ისიც მალე ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება.

საქართველოსთან თბილისურ მატჩში ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი იულიან ბაუმგარტლინგერი უკაპიტნებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიელთა დამრიგებელმა მარსელ კოლერმა. ბაუმგარტლინგერი ახლახან გადავიდა "ლევერკუზენში", მანამდე კი ასევე ბუნდესლიგური "მაინცის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), ბუბა დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ზურას:შენ გეტყობა ძალიან ბევრი იცი ფეხბურთზე და ფეხბურთელობაზე და გაგვანათლე ჩემნაირები
გიორგი
31 აგვისტო 2016 14:12
0
ამდენი ტრავმის მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან, როგორც წესი, ბავშვობიდანვე არასწორად ზრდიან ფეხბურთელებს.
არასწორი სირბილი, ფიზიკური მომზადება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხელოვნური მოედანი. ბავშვის ხელოვნურ საფარზე ვარჯიში დაუშვებელია - ძვლების დეფორმაციას იწვევს!
უშანგი
31 აგვისტო 2016 13:09
0
ფეხბურტის გაუქმება არა ის გიორგი სენი აზრები სენტვის სეინახე ფეხბურტი კი არა სენნაირები უნდა გააუქმონ
zura
31 აგვისტო 2016 12:49
0
გააუქმეთ ფეხბურთი ძალიან გთხოვთ აღარ უნდათ თამაში .რა არის ძნელი მისახვედრი? რამდენიმე ადამიანი მილიონებს შოულობს ქომაგები ინფაქტს ვღებულობთ, მთლიანად ერი კი უაღრესად შეურაცხყოფილია
გიორგი
31 აგვისტო 2016 12:00
0
qomagi-ს
მაგასთან ერთად აპასნია, შუა თამაშში გინება იცის...))
zura
31 აგვისტო 2016 11:48
0
აღარ წავალ ფეხბურთზე.... ლობჟანიძეს უყურო აბა?
დინამო
31 აგვისტო 2016 11:41
0
მართალია რა, მჭედლიძე არის შუშის, მუდამდღე ტრამვა აქვს. ეტყობა მოსამზადებელ ეტაპზე საჩკაობს... დააკვირდით ამ გამოძახებული ფეხბურთელებიდან რამდენი თამაშობს თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობაში? გაგვიდებს ავსტრია.
ქომაგი
31 აგვისტო 2016 11:14
0
მჭედლიძეს რაღა ჭირს?
???
31 აგვისტო 2016 10:55
0
გამოიძახეთ არაბიძე!
Zaza
31 აგვისტო 2016 10:47
0
ვითამაშებ მე მაშინ, სხვა საშველი თუ აღარაა))) მარცხენა ფლანგს ჩავიბარებთ მე და ნავალოვსკი ))))
qomagi
31 აგვისტო 2016 10:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული