ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
ასევე დაგაინტერესებთ