მოსკოვის „სპარტაკისა“ და სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ადრე ის საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების შეხვედრის გამართვის იდეით გამოვიდა.
"ვფიქრობ, თამაში სწორედ თბილისში უნდა ჩატარდეს. იქ მარტში უკვე სითბო იქნება, შესანიშნავი ამინდი. სტადიონზე ბევრი ხალხი მივა. მთავარია, ქართველები მოცემულ მომენტში მატჩის ორგანიზაციას როგორ მოაწყობენ - ხალხისთვის თუ პოლიტიკური მიზნით, რათა ყველამ დაინახოს, ადამიანებს როგორ უნდათ ერთმორწმუნე ქვეყანასთან მეგობრულად და თანხმობაში ყოფნა. საქართველომ ხომ რუსეთზე სამი საუკუნით ადრე მიიღო მართლმადიდებლობა (ექვსი საუკუნით
ადრე - რედ.). თუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ ერთად უნდა იაროს, მაშინ ყოველთვის გვერდიგვერდ უნდა ვიყოთ“, - განუცხადა კავაზაშვილმა ВсеПроСпорт-ს.
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ნაკრებები და კლუბები 2022 წლის თებერვლიდან საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს ატარებენ - გასულ წელს სერბეთი (4:0), ბელარუსი (4:0), ვიეტნამი (3:0), ბრუნეი (11:0) და სირია (4:0) დაამარცხეს, წელს კი ერთ-ერთ ევროპულ ნაკრებთან აპირებენ თამაშს.
რაც შეეხება თამაშს ის რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არ მინდა ჩემს ქვეყანაში, რატომაა ეს სიძულვილის ენა?? აღიარონ ფებურთელებმაც და ამ კავაზამაც რომ რუსული პოლიტიკით საქართველო სერიოზულად დაზარალებულია და კი ბატონო. პიროვნულად არავის სიძულვილი არ მაქვს. მითუმეტეს მყავს ისეთი ნაცნობი რუსები, რომლებიც ამას აღიარებენ. ოღონდ რუსეთში არ ცხოვრობენ. ყველამ ვიცით რაც მოუვათ ამისთვის. ამას და ბევრ სხვებსაც რუსული გამოთქმით ვუპასუხებ. ვი ხოტიტე ი რიბკუ სიესტ ი ნახუი სესტ. ასე არ გამოდის. ასე რომ შენც ზვიად აირჩიე ან ერთი ან მეორე.