SBM LEAGUE 2014/15: ლიგა კალენდარული მატჩებით განახლდება

AutoSharing Option
დაძაბული სათასო ბატალიების შემდეგ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა კალენდარული ტურის მატჩებით განახლდება. 1-ელ თებერვალს VIII ტურის შეხვედრებს სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

მატჩებს, ტრადიციულად, გლდანში მდებარე ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

სუპერლიგაში ცენტრალურ შეხვედრად ორი ფავორიტის - "შინაგან საქმეთა სამინისტროსა" და მფკ. "ნატახტარის" დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ. "ძალოვანები" დღემდე დაუმარცხებლად ლიდერობენ გათამაშებას - 6 მატჩი, 5 მოგება და ერთი ფრე, ასეთია მათი მონაგარი. რაც შეეხება მათ მეტოქეს, შარშანდელი ჩემპიონი სამი ქულით ჩამორჩება ლიდერს და ამჟამად მეოთხე პოზიციას იკავებს.

სხვა შეხვედრებიდან
გამოსარჩევია ოთხეულისთვის მებრძოლი "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საფეხბურთო გუნდისა და "საქართველოს უნივერსიტეტის" დაპირისპირება. ბათუმის "დინამო" ოთხეულის კიდევ ერთ "პრეტენდენტთან", ს.კ. "ჯვაროსნებთან" ეცდება პირველი სამი ქულის მოპოვებას.

კიდევ ერთი აუტსაიდერი DHL ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ ს.კ. პსპ-სთან ცდის ძალებს.

01.02.2015. სუპერლიგა. VIII ტური
12:00 FC TTC - საქართველოს უნივერსიტეტი
14:00 შსს - მფკ ნატახტარი
15:00 დინამო (ბთ) - ს.კ. ჯვაროსნები
17:00 DHL - FC PSP

Sportall.Ge

VIII ტურის სამი მატჩი გაიმართება ვერცხლის ლიგაში. "ვითიბი 2" "ბაქსვუდთან" გაარკვევს ურთიერთობას. თასის 1/4-ფინალისტი "საქრუსენერგო" "ივერიაბეთს" დაუპირისპირდება, ხოლო გათამაშების ლიდერი - "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდი "კრედოს" შეხვდება.

ტურის დარჩენილი შეხვედრები კი მომდევნო კვირას, 8 თებერვალს გაიმართება.

01.02.2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
13:00 ვითიბი ბანკი 2 - ბაქსვუდი
16:00 საქრუსენერგო - ივერიაბეთი
18:00 საქართველოს ბანკი 2 - კრედო

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული