პირველი ტრიუმფატორები დღეს, კორპორატიულ ლიგებში უნდა გამოვლინდნენ. 20:00 სთ-ზე ვერცხლის ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "ვითიბი ბანკისა" და თბილისის მერიის გუნდები დაუპირისპირდებიან. ფინალამდე გზა ორივე გუნდმა დამაჯერებლად განვლო, "ბანკირებმა" 1/4-ფინალში ასპარეზობას "ბაქსვუდი" გამოთიშეს, ხოლო ფინალში გასასვლელად "საბანკო დერბიში" "ბანკ რესპუბლიკას" აჯობეს. "დედაქალაქელები" 1/4-ფინალში "თეთრ ქუდს" დაუპირისპირდნენ, ხოლო 1/2-ფინალში "საქრუსენერგოს" ბარიერი დაძლიეს იოლად.
მთავარი
19 ივნისს კი ჩემპიონების ვინაობა სუპერლიგის გათამაშებაში უნდა გაირკვეს. სუპერლიგა B-ს ფინალში ერთმანეთის პირისპირ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდები დაუპირისპირდებიან. თუკი "პრევენციისთვის" ეს მეორე ტიტულისთვის ბრძოლის შანსია (პირველად მათ 2013/14 წლების თასის გათამაშებაში იმარჯვეს), ჭიათურელები ლიგაში სამწლიანი ასპარეზობის შემდეგ პირველ ფინალს ითამაშებენ. ასევე პირველად ხდება, როდესაც ფინალში რეგიონის გუნდი იასპარეზებს.
"პრევენციის ცენტრმა" რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. ¼-ფინალში მათი მეტოქე "უნიკრედიტი" იყო, რომელთანაც პირველი დაპირისპირება დათმეს კიდეც, თუმცა შემდგომ ორი შეხვედრა დამაჯერებლად იმარჯვეს. ასევე მარცხით დაიწყო მათთვის 1/2-ფინალური ეტაპი, სადაც ისინი "ევროკრედიტს" დაუპირისპირდნენ და აქაც შემდგომ ორ შეხვედრაში შეძლეს წარმატების მიღწევა.
იმერლების საპლეიოფო სერია „იმერული დერბით“ დაიწყო. გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, ზესტაფონის "ფეროსთან" წარმატების მისაღწევად ორი შეხვედრა იკმარეს. გაცილებით დაძაბული გამოდგა მათთვის 1/2-ფინალური ეტაპი. კასპის "გენერლის" ბარიერის დასაძლევად მათ მესამე გადამწყვეტი შეხვედრის გამართვა დასჭირდათ. კვირა დღის პირველი ფინალი 16:00 სთ-ზე დაიწყება, 18:00 სთ-ზე კი სეზონის მთავარი ფინალური შეხვედრა აიღებს სტარტს.
სუპერლიგა A-ს ჩემპიონობისთვის შსს და მფკ "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა უკვე მოასწრეს წელს ერთი ფინალის თამაში - სუპერლიგის თასის გათამაშება "მედიკოსების" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა და "ძალოვნებს", საჩემპიონო მოტივაციის გარდა, რევანშის სურვილიც ამოძრავებთ.
ფინალამდე გზა არცერთ მათგანს არ ჰქონია იოლი. "ტატიშვილი" 1/4-ფინალში სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი შეხვედრის გამართვა იკმარა. განსხვავებით წინა ეტაპისგან, 1/2-ფინალში "მედიკოსები" "ნატახტარისგან" სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ და სეზონის ერთადერთი მარცხიც პირველივე დაპირისპირებაში იწვნიეს. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, ორივე მათგანში გამარჯვებას 7-მეტრიანების სერიაში მიაღწიეს.
შსს-მ საპლეიოფო სერია "ევექი-ჯვაროსნების" ძლევით დაიწყო, 1/2-ფინალში კი მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი პსპ გამოთიშეს ასპარეზობას. რაც ყველაზე საინტერესოა, მიუხედავად მეტოქეების სიძლიერისა, არც ერთ ეტაპზე მათ მესამე შეხვედრის გამართვა არ დასჭირვებიათ.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".
მედია პარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური