Hits.com: თუ ეგრე უნდათ, მაშინ არველაძეზე უკეთესის პოვნა რთული იქნება

AutoSharing Option
უკვე ვწერდით ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, "გლაზგო რეინჯერსი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ უმწვრთნელოდ დარჩენილი სქოთური გრანდის გაძღოლაზე ფრანკ დე ბურმა და პაკო აიესტარანმა უარი თქვეს.

"რეინჯერსში" არველაძის მწვრთნელად შესაძლო დაბრუნების (როგორც იცით, შოთა ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდა "ჩაფრებში") თემას შოტლანდიური Hits.com გამოეხმაურა:

"ქართველმა ოთხი სეზონი გაატარა "აიბროქსზე". ამ დროის განმავლობაში მან "რეინჯერსის" შემადგენლობაში 232 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მან ჰოლანდიურ "ალკმაარსა" და ესპანურ "ლევანტეში" ითამაშა. ეს იყო მანამ, ვიდრე
არველაძე სამწვრთნელო კარიერას დაიწყებდა...

ლუის ვან გაალის, რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის ხელდასმულმა წარმატებით იმუშავა თურქეთში - "ქაისერისფორსა" და "ქასიმფაშაში". მისი ორი უკანასკნელი კლუბი იყო "ტრაბზონსფორი" და თელ-ავივის "მაკაბი". იქ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც შოთა ისურვებდა. ამჟამად, არველაძე ახალ შანსს ეძებს, რათა კვლავ დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები.

"რეინჯერსს" უნდა, რომ წარმატებას უცბად მიაღწიოს. ეს არველაძის შემთხვევაში არ არის გარანტირებული, მაგრამ თუ "რეინჯერსში" უნდათ, რომ კლუბი გუნდის ყოფილმა მოთამაშემ ჩაიბაროს, მაშინ არველაძეზე უკეთესის პოვნა რთული იქნება", - წერენ შოტლანდიელები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ აბოლებთ ხალხს შოტლანდიაში ცეხს არ გაგახსნევინებენ
lasha
15:26 23-02-2017
0
სადაც არ უნდა წავიდეს,შოთის ყველგან დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
შოთიც და მისი თაობის სხვა დინამოელებიც ჩამოდიოდნენ თბილისში,თამაშობდნენ ლიგის თამაშებს და მერეღა ბრუნდებოდნენ უცხოეთში,ეს ჯიბის გულისთვის კეთდებოდა ?არა მგონია,მათ საკმაოდ ბევრი დასთმეს საქართველოს გულისათვის და ამის არ დანახვა,ვფიქრობ არასწორი იქნებოდა.ამას ნაკრებში თამაშიც დაუმატეთ და ერთი კაცის კვალობაზე შოთის დამსახურება,მეტიც გამოდის საკმაოზე.
სოსო
18:58 23-02-2017
0

სიახლეები პოპულარული