შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველზე უფლებებს ყაზანის "რუბინი" ფლობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი კვირკველიამ იჯარით სწორედ "ლოკომოტივში" გაატარა.
ილია გერკუსი ("ლოკომოტივის" პრეზიდენტი): "საბას ძალიან მიეჩქარებოდა ავსტრიაში, გუნდის შეკრებაზე. განიცდიდა თვითმფრინავის მცირედი დაგვიანების გამო და ამ ყველაფერში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საქმისა და გუნდის მიმართ.
გასულ სეზონში მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი ცენტრალური მცველის პოზიციაზე. გამოჩნდა, რომ ის არის ნამდვილი პროფესიონალი,
ჩვენ კვირკველიასთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შევთანხმდით. გვჯერა მისი და "ლოკომოტივში" მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ!"
რუსულ მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელში 3,5 მილიონი ევრო გადაიხადა.