ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ეს ჩაკვეტაძის სეზონი იქნება?" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
Voetbalmagazine-ი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე წერს და "გენტის" მთავარი მწვრთნელის სიტყვებსაც ციტირებს:

"ეს გიორგი ჩაკვეტაძის სეზონი იქნება? "გენტის" ნახევარმცველი წლების განმავლობაში ტრავმების პრობლემებს ებრძოდა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, დაბრუნების გზაზეა.

ჩაკვეტაძემ ცოტა ხნის წინ ამხანაგურ მატჩში ითამაშა. ამ სეზონში ჯეინ ვანჰეიზებრუკს მისი იმედი აქვს:

"მას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან თავი კარგი თამაშით კვლავ წარმოაჩინა. ახლა მთავარია, ის ჯანმრთელად იყოს."

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა. ბოლო პერიოდია ქართველი ნელ-ნელა სასურველ ფორმას იბრუნებს.

"გენტი"
უახლოეს ამხანაგურ მატჩს 9 ივლისს, როტერდამის "სპარტას" წინააღმდეგ გამართავს, ბელგიის ჟუპერ ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე კი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნორვეგიულ "ვალერენგას" დაუპირისპირდება.

alt"ტრაბზონსპორის" მწვრთნელი ნანობს, რომ ჩაკვეტაძე ვერ გადაიბირა

alt"გენტის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეს აკრიტიკებს - გიორგი თანამედროვე ფეხბურთელი უნდა გახდეს!

altჩაკვეტაძემ "ფეიენოორდთან" სასტარტოში ითამაშა

altმხიარული სახეები "გენტში" - ჩაკვეტაძე ბრუნდება და ძველებურად უნდა ათამაშდეს [PHOTO]


ასევე დაგაინტერესებთ