ჩაკვეტაძემ "ფეიენოორდთან" სასტარტოში ითამაშა

AutoSharing Option
ტრავმამორჩენილმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "ფეიენოორდთან" უკვე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ეს ამხანაგური მატჩი როტერდამში "ფეიენოორდის" ბაზაზე მაყურებლების გარეშე ჩატარდა და 1:1 დასრულდა. "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაკვეტაძე ამჯერად სასტარტოში დააყენა და მე-9 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო - მან მარცხენა ფლანგზე სწრაფი კონტრშეტევისას დრიბლინგი განახორციელა და მეკარემ დაასწრო. გიორგიმ ჩათვალა, რომ გოლკიპერმა თამაშის წესები დაარღვია და პენალტს ითხოვდა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ჩაკვეტაძე კი შესვენების შემდეგ ბრუნო ჯანიმ შეცვალა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს ჩაკვეტაძე სამოყვარულო "დიკელვენესთან" სპარინგში (3:2)
მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე.

22 ივლისს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გენტი" ნორვეგიის "ვოლერენგას" უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვუყურე და ძველი ჩაკვედან შორსაა ჯერ სისწრაფე აშკარად აკლდა, ბურთან ვერიყო ელეგანტური როგორიც გვახსოვს, წესით მალე აკრიფავს სათამაშო ფორმას ბურთან ურთიერთობის. ეგ და კვარას ტანდემი ძაან მაინტერესებს იმედია სათამაშო ქიმია შედგება მაგათ შორიის
beqa
19:00 26-06-2021
0
მაგარია რომ გამოჯამრთელდა ფორმაში შესვლას და უფრო განვითარებას გისურვებ ყოველტვის ფორმის პიკზე ყოფილიყავი
ემიგრანტი
18:53 26-06-2021
1

სიახლეები პოპულარული