ჯანო ანანიძე "ჰამბურგს" ამ ზამთარსვე სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის რუსეთიდან შესაძლო აბარგების შესახებ ცნობა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

მაშინ რამდენიმე რუსული საიტი არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 19 წლის ქართველი ჰავბეკით დაინტერესებას ინგლისური "არსენალი", გერმანული "ჰამბურგი" და ბერძნული "ოლიმპიაკოსი" იჩენდნენ.

ამჯერად ეს ინფორმაცია იტალიურმა საიტმა tuttomercatoweb.com-მაც დაადასტურა, რომლის ცნობით, ჩამოთვლილი სამი ევროპული კლუბიდან ყველაზე მეტად "ჰამბურგი" აქტიურობს და ახალგაზრდა ქართველის თავის რიგებში ჩარიცხვას უკვე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეშურება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე ახალი ლიმიტის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების
ფეხბურთელს "სპარტაკის" ძირითადში თამაშის შანსი შეუმცირდება და მანმადე გავრცელდა კიდეც ვარაუდი, რომ მოსკოვური კლუბი ანანიძეს სხვა გუნდში იჯარით გაანათხოვრებდა.

ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი 2015 წლის დეკემბერში ეწურება. მიმდინარე სეზონში ჯანომ "თეთრწითლების" შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. რაც შეეხება "ჰამბურგს", ამ დროისთვის ტორსტენ ფინკის გაწვრთნილ გუნდს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანო, ნამდვილად მიხარია. მიდი, მიაწექი, მაგრამ ცოტა მოუმატე, მეტის გაკეთება შეგიძლია, შენი იმედი მაქვს.
თედო
11:39 09-12-2011
0
დავაი ჯანო გერმანიაში!! ესპანეთის მერე საუკეთესო საფეხბურთო სისტემა გერმანიაა! რაციონალური მეთოდური ხალხია მაგარი დამფასებლები, ნიჭს არ დაკარგავენ არასდროს!!
Mentalitet1
21:25 08-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული