დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან

AutoSharing Option
"საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებ", - დავით სირაძე ამ სიტყვებს "ლელოსთან" რომ ამბობდა, თურმე, თბილისურ კლუბთან სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებდა და ჩამოსვლასაც აპირებდა, მაგრამ...

"სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მქონდა "დინამოში" დაბრუნება. კლუბიდან დამიკავშირდნენ და ეს ყურადღება ძალიან მესიამოვნა. ამ იმედად, ნალჩიკის "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი გავწყვიტე და ამის შემდეგ გითხარით, რომ მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებდი.

მაგრამ საბოლოოდ, ვერ მოვილაპარაკეთ და სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი"
, - ამბობს სირაძე.

30 წლის თავდამსხმელი ამჟამად უგუნდოდ არის:

"მთავარია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი და რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.
ახლა უკვე უკრაინულ და აზერბაიჯანულ გუნდებში მოწყობას მთავაზობენ - დასამალი არ არის, "ნეფთჩი" და "ბაკი" მიწვევენ და საკმაოდ კარგ პირობებსაც მთავაზობენ. დღე-დღეზე გადაწყდება, სად ვითამაშებ.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - ტყუილად ნურავინ ელოდება, რომ ფსევდოპატრიოტული გამოხტომებით თავს გამოვიჩენ.

ჩემზე მეტად არავის უნდოდა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქაურობა სულ მენატრება, მაგრამ ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი კარიერის შემდგომი ცხოვრებაა და ამისთვის საფუძველი წინასწარ უნდა ჩაყარო.

სამწუხაროდ, საქართველოში საინტერესო წინადადება ჯერ არ მქონია და ამიტომაც თამაშს კვლავ უცხოეთში ვაპირებ. ახლა კი ინდივიდუალურად ვემზადები და ვცდილობ, საჭირო მომენტისთვის მზად ვიყო",
- გვითხრა სირაძემ.

ჩვენი სირცხვილია, საქართველოში ერთი კლუბიც ვერ გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ხეირიან წინადადებას რომ შესთავაზებდა. თუმცა ეს სამწუხარო რეალობაცაა...

დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინმემ იცით ზუსტად რამდენი მოითხოვა სირაძემ ??? დინამოში დასაბრუნებლად? პადიომნი რამდენი იყო და ხელფასი! 30 წელი პატარა ასაკი არ არის. ლაშა გეთანხმები ფიფიამ შეცდომა დაუშვა ჯერ გარსია რომ ჩამოიყვანა და ის ესპანელები. ერთადერთი გამორჩეული ხისკოა მეტი ვინ ? მე როგორც ვიცი ეგ შეცდომა და კიდევ მრავალი სხვა უნდა გამოსწორდეს და გუნდში დიდი ცვლილებებია ბუბა ტყავაძე არის სპორტული დირექტორი ყველა ვინც ჩახედულია ფეხბურთში გეცოდინებათ მისი ხასიათი, დამოკიდებულება დისციპლინის მიმართ, რაც გარსიას პერიოდში 0-ზე დავიდა, რამაც საბოლოოდ შეიწირა იგივე "დევდარიანი" თავისივე სიტყვებიდან გამომდინარე. უშეცდომო არავინ არ არის და კიდევ გავიმეორებ რომ ეს ბიზნესია რომელმაც საბოლოოდ ფული უნდა დაწეროს.
Dato
12:24 20-06-2012
0
მაგარი დაბოლილი ვარ და წერა მეზარება, მაგრამ რომ არ დავწერო გამიტყდება.ასე 10-15 წლის წინ ბავშვი უნდა გამომეყვანა დინამოს ვარჯიშიდან და დინამოზე თამაში იყო, დინამო და ლოკომოტივი თამაშობდნენ...ბავშვის ვარჯიშის დამთავრებამდე დრო იყო და ტრიბუნაზე ავედი, თვალს შევავლებ მეთქი რა ხდება. მერვე-მეცხრე სექტორებს შუა ავედი და დაახლოებით 50 -55 წლის ძველი პლეადის გულშემატკივრები იჯდნენ ტრიბუნაზე(თამაშს არ ტოვებენ დინამოზე)...აზრზე არ ვარ ვინ თამაშობს, რაზეა თამაში და ამ კაი ტიპებს(ბევრ მათგანს ვიცნობ, ისე ერთიც კმარა რომ გითხრათ, ვერნი ალფაიძე...(ჯიგარ კაცი ხარ და ეს მონაგონი შენც მოგაგონდება)მოკლედ ვეკითხები ამათ ვინ თამაშობს მეთქი, ჰოდა პასუხია ამისა მიზეზი რაც ამას მაწერინებს....არასოდეს დამავიწყდება...სიტყვასიტყვით ვწერ რაც მიპასუხეს..." ვინ თამაშობს დინამო- და სირაძე და ათი სირიო...დამაინტერესა ...დავრჩი...ბავშვი დამავიწყდა ვარჯიშზე....მაგარი იყავ დათო და კაცურად გაგიმარჯოს!
Jigaro
04:47 20-06-2012
0

სიახლეები პოპულარული