თბილისელი ახალგაზრდა უკრაინის მოქალაქეა და ქვეყნის პრემიერლიგელ კიევის "ობოლონში" გაიცნო გულშემატკივარმა. შარშან კიევურ კლუბში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ლიგაში დაქვეითდა.
მაგრამ მაშინვე იყო ლაპარაკი, რომ ირაკლის პრემიერლიგელები იწვევდნენ. შარშან ზაფხულში მრავალი წინადადებითაც მიმართეს. "ლელო" მაშინ პირველ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დონეცკის "მეტალურგი" და მარიუპოლის "ილიჩევეცი" კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდნენ, მაგრამ ეს მოლაპარაკების სურვილის მქონე კლუბების მხოლოდ ნაწილი იყო.
იმ დროს ირაკლის კონტრაქტი აკავშირებდა და წამოსვლა ვერ მოახერხა.
სავსებით შესაძლებელია, მესხიამ 2013 წელს შეკრება უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" დაიწყოს. თავის მხრივ, არც უჟგოროდულ კლუბს ულხინს, რომელიც 11 ქულით უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და გავარდნის შანსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის შემტევი ნახევარმცველით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე დაინტერესდა, ნაკრებში თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მივცემთო.
მაგრამ შარშან ირაკლი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ნორვეგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიწვია, სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და შემდეგ უკვე ყვითელ-ლურჯი ფორმით შესარჩევი ციკლის ოფიციალური შეხვედრებიც ჩაატარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს
ირაკლი მესხიაზე უკრაინაში ნადირობა გააჩაღეს
ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
ირაკლი მესხიამ უკრაინა აალაპარაკა - მისი ნაკრებში გამოძახება უნდა ვიჩქაროთ