ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" ეფექტური თამაშით დაუბრუნდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ჰავბეკი ჯანო ანანიძე მოედანს 10 მაისს, რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში დაუბრუნდა.

ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ ჯანო "კრილია სოვეტოვთან" შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა.

რაც შეეხება სამარელთა ქართველ მცველს, ალექსანდრე ამისულაშვილმა სრულად ითამაშა.

უთამაშებლობის მიუხედავად, ანანიძემ მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ერთ ეპიზოდში მან მეკარესთან პირისპირ ბრაზილიელი თანაგუნდელი არი გაიყვანა. ამ უკანასკნელმა მეკარე კი მოატყუა, მაგრამ გატანა მაინც ვერ შეძლო - ბურთი თავგანწირვით მოთამაშე ამისულაშვილს გაარტყა.

Sportall.Ge

საბოლოოდ "სპარტაკი" პრემიერლიგის ერთერთ აუტსაიდერთან ფრეს დასჯერდა - 1:1. ვალერი
კარპინის
გუნდი 28-ე ტურის შემდეგ 45 ქულით ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს და ევროსარბიელზე გამსვლელ ხუთეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს - ქულით ჩამორჩება მოსკოვის "დინამოს", 2-ით კი ყაზანის "რუბინს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამისულაშვილი დინამომ ჩამოიყვანოს
hunter
16:21 11-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული