ჯანო ანანიძე: "ზენიტს" ბოლო წამამდე ბრძოლას ვპირდებით

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის წინ ჯანო ანანიძემ "როსტოვის" პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ქართველმა ნახევარმცველმა "ზენიტთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

"ალბათ, "ზენიტი" აქცენტს შეტევაზე გააკეთებს, ეგრევე შემოგვიტევს და პრესინგს მოგვიწყობს.

პეტერბურგელები როსტოვში 3 ქულისთვის მოდიან, რადგან ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

ჩვენ კი კარგი გუნდი გვყავს, რაც ჩემპიონატის სტარტზე არაერთხელ დავამტკიცეთ, თუნდაც მოსკოვის "დინამოსთან" საგარეო მატჩში.

როგორი მესახება ჩვენი თამაში? პირველ რიგში, ტაქტიკურად ის უნდა გავაკეთოთ, რასაც მიოდრაგ ბოჟოვიჩი დაგვავალებს.

უნდა გამოვიდეთ და 100 პროცენტი დავდოთ მოედანზე. ჩვენი მოტივაცია უდიდესია, პირველი წამიდან ბოლომდე ბრძოლას
ვპირდებით მეტოქეს.

მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან ერთგული გულშემატკივრები გვყავს, რომელთა იმედიც გვაქვს"
.

ასევე იხილეთ:
"ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს" - რა დაესიზმრა ჯანო ანანიძეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული