ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აზერბაიჯანში ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა

AutoSharing Option
აზერბაიჯანში ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის "ინტერი" ლენქორანში "ხაზარს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

ცხადაძემ სასტარტოში გიორგი ლომაია დააბრუნა, ასევე ძირითადში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.

31-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ბაჩანა ცხადაძემ პენალტით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში გოლის ავტორი ალექსანდრე იაშვილმა შეცვალა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" ქულები დააკარგვინა ლიდერის მდევარ "გაბალას" - 0:0. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა თქვა:

"საინტერსო და სწრაფი მატჩი იყო, რომელშიც ორივე გუნდს მოგება სურდა. ჩვენ რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, რომელთა რეალიზება სამწუხაროდ, ვერ შევძელით".

ჩემპიონატის ლიდერმა "ყარაბაღმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ნეფთჩი", ნიკოლოზ გელაშვილი ტრავმირებულია, არ უთამაშია არც ჯაბა დვალს.
ასევე დაგაინტერესებთ