საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე "გაბალას" გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ცხადაძის ასისტენტობას ტრადიციულად გიორგი ჩიხრაძე გაუწევს. ქართველმა სპეციალისტებმა "გაბალასთან" 1.5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
"გაბალა" აზერბაიჯანის ჩემპიონატში 15 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
ბოლოს ცხადაძე "კასპიის" მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც მხოლოდ 2 თვე გაატარა, 2023 წლის აპრილში კი თანამდებობა დატოვა.
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე