სტიპე პლეტიკოსა: თანავუგრძნობ ჯანო ანანიძესა და არტიომ ძიუბას

AutoSharing Option
"როსტოვის" ხორვატ მეკარე სტიპე პლეტიკოსას უკვირს, რომ გასულ სეზონში მის გუნდში იჯარით მოთამაშე ჯანო ანანიძე და არტიომ ძიუბა მოსკოვის "სპარტაკში" დაბრუნების შემდეგ სათადარიგოთა სკამს "ხეხავენ".

"გამაკვირვა თუ არა იმან, რომ მოსკოვის "სპარტაკში" ძიუბა და ანანიძე სათადარიგოები არიან? გვერდიდან მიჭირს განსჯა. იქ არის მწვრთნელი, რომელიც მათთან ყოველდღიურად მუშაობს და შედეგზეც პასუხისმგებელია. პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, უცნაურია არტიომისა და ჯანოს სათადარიგოთა სკამზე ხილვა.

რატომ ხდება ასე? არ ვიცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თანავუგრძნობ მათ. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელები იმსახურებენ იმას,
რომ ძირითადში თამაშობდნენ", - აქვეყნებს პლეტიკოსას ნათქვამს "სპორტ ექსპრესი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული