დავით დარციმელია კარიერას უნგრულ "სპარტაკუსში" გააგრძელებს

AutoSharing Option
19 წლის ქართველი ფორვარდი დავით დარციმელია კარიერას უნგრეთის მთავარი ლიგის (NB I) ბინადარ ნირედიჰაზის "სპარტაკუსში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა უნგრული კლუბის ვებგვერდმა.

დარციმელიასა და "სპარტაკუსს" (ამ გუნდს, ძირითადად, "ნირედიჰაზად" იხსენიებენ) შორის კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ჩვენებური თავდამსხმელის ბოლო კლუბი უკრაინული "სევასტოპოლი" იყო, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ეს კლუბი აღარ არსებობს.

დარციმელია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. რაც შეეხება "სპარტაკუსს", ის უნგრეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება.

ამ გუნდში კიდევ ერთი ჩვენებური, გივი იოსელიანიც ისინჯება. მისი
მომავალი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული