ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ალექს მაკლიშის ექსპერიმენტი: თორნიკე ოქრიაშვილი ფორვარდად!

AutoSharing Option
23 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ქართველთა "გენკი" "მუსკრონს" მასპინძლობს. "გენკი" 33 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა თამაში რეზერვში აქვს, "მუსკრონი" კი 23 ქულით მე-13 ადგილზეა.

voetbalkrant.com-ის ცნობით, ამ თამაშში "გენკის" თავკაცი ალექს მაკლიში ექსპერიმენტებს მიმართავს. ერთ-ერთი კი თორნიკე ოქრიაშვილის ფორვარდად წაწევა იქნება.

ამის მიზეზი აფრიკის ერთა თასია, მაკლიშს რამდენიმე ფეხბურთელი ამის გამო დააკლდა; პლუს, ფორვარდი ილემბე მბოიო პრემიერლიგაში გადადის.

ბელგიური მედიის ცნობით, ლუკა ზარანდია მატჩის განაცხადში იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ