ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების კანდიდატმა კახა მახარაძემ ლუგანსკის "ზორიასაც" გაუტანა

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა მახარაძე (მარცხნივ)
უზბეკეთის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა თურქულ შეკრებაზე მყოფმა ტაშკენტის "ფახთაქორმა", რომლის კაპიტანიც ქართველი ნახევარმცველი კახა მახარაძეა.

ბოლო საკონტროლო თამაშში უზბეკურმა გუნდმა 3:0 გაანადგურა უკრაინული "ზორია", რომლის ღირსებასაც ჯაბა ლიპარტია იცავს. "ზორიას" რიგებში ლიპარტიამ 70-ე წუთიდან ითამაშა.

ანგარიში მე-11 წუთზე კახა მახარაძემ გახსნა, რომელმაც სხვათა შორის, თურქულ შეკრებაზე ყაზანის "რუბინსაც" გაუტანა და ქუთაისის "ტორპედოსაც".

დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი კახა ცხადაძე 27 წლის მახარაძეს მალტასთან ამხანაგურ მატჩში გამოცდის.