ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
ua-football.com-ი იუწყება, რომ ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალში" გააგრძელებს კარიერას.

არადა, ამავე საიტმა ორიოდ საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მეთოფებმა" უსახსრობის გამო ლეგიონერები ვერ დაიმატეს.

ახლა კი ეს უკრაინული საიტი ამტკიცებს, რომ "არსენალი" 8 ფეხბურთელით გაძლიერდა და მათ შორის ლიპარტიაა.

რაც შეეხება დავით თარგამაძეს, რომელიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა, განაცხადში არ შეუყვანიათ.

24 თებერვალს უკრაინის პრემიერლიგა განახლდება და "არსენალი" "დესნას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული