ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა

AutoSharing Option
goal.com-მა გამოაქვეყნა სერია A-ს იმ ფორვარდების სია, რომელთაც მეტისმეტად გაუგრძელდათ უგოლო სერია.

ამ სეზონში ყველაზე დიდი "მშრალი სერია" "კალიარის" ფორვარდ სამუელე ლონგოს აქვს - 815 წუთი უგოლოდ.

მეორე ადგილზე "პარმას" ფორვარდი იცხაკ ბელფოდილია - 670 წუთი. მესამე ადგილზე კი "ინტერში" ახლახან გადასული ლუკას პოდოლსკია - 559 წუთი.

სამწუხაროდ, ლიდერთა შორის არის ლევან მჭედლიძეც - "ემპოლის" ფორვარდს 513 წუთია, გოლი ვერ გაუტანია ჩემპიონატში (დეკემბერში გოლი მან იტალიის თასზე გაიტანა). ამ მაჩვენებლით ის მეხუთე ადგილზეა - ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, "ლაციოს" კეიტას "ჩამორჩება".

"მოწინავე" ათეულში ისეთი მაღალი დონის ფორვარდები არიან, როგორებიც სამუელ ეტო'ო და ალესიო ჩერჩი არიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იცით რაშია საქმე ,ფეხბურთელს კოჭებში ეტყობა გოლიადორია თუ არა იქ ემბოლი ელოდება აქ საქართველოს ნაკრები მაგრამ გოლი არა ჩანს.მემგონი დააგვიანებს.ემბოლიში ბებერი მაკარონე უფრო იტანს ვიდრე ლევანი.ყველაფერი ხელს იტწყობს ტანი სიმაღლე სიჩქარე,მაგრამ აი გოლი არააქვს ხდება ხოლმე.
jojo
00:27 06-03-2015
0
გაიტანს მალე გაიტანს
barsa
21:55 05-03-2015
0

სიახლეები პოპულარული