"არ ვიცი, რა იქნება მომავალში, კონტრაქტით კიდევ 8 თვე ვეკუთვნი "ორჰუსს". ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდები კლუბის შემოთავაზებას", - განაცხადა დანიის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირმა (15 გოლი).
როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელსაც დიდად არ სურს "ორჰუსში" დარჩენა, რომელიც მეორე ადგილზეა და ელიტის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს:
"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მსურს თუ არა აქ დარჩენა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ქართველმა.