"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე

AutoSharing Option
FC Dinamo Batumi - News-ის "ფეისბუქგვერდი" მათე ვაწაძის "ლეხთან" საშინაო (1:1) შეხვედრის შემდეგ მცირე ინტერვიუს აქვეყნებს:

"ძნელია მიზეზის თქმა, თუმცა, ჩემი აზრით, "სლოვანთან" განცდილი მარცხის გამო ემოციებისგან დაცლილები ვიყავით.

ის ეიფორია მაინც გადმოგვყვა "პოზნანთან" პირველ თამაშში, რაც სამწუხაროდ, ანგარიშშიც აისახა - ძალიან დიდი სხვაობით დავმარცხდით გუნდთან, რომელთანაც ვფიქრობ, რომ ამხელა სხვაობა, როგორიც ანგარიში იყო, არ არის.

რა თქმა უნდა, "პოზნანი" კარგი გუნდია, წარმატებებს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ვუსურვებ. იქ ქართველებიც თამაშობენ.

მეორე თამაშში ყველაფერი ვცადეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც ვერ გავიმარჯვეთ.

მადლობა გულშემატკივარს, რომ მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები - მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის თითოეულ ფეხბურთელს", - მათე ვაწაძე.

შეგახსენებთ, ბათუმელები კონფერენს ლიგას გამოეთიშნენ, "ლეხი" კი კონფერენს ლიგის მესამე წრეში გავიდა. პოლონური გუნდის შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეგიონერების დამატებაა აუცილებელი.
სხვანაირად არაფერი გამოვა.
გერმანია
21:02 29-07-2022
1
კი არა ხართ ღირსები!!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული