ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა კიკაბიძეს "ბასტია" პრაქტიკის მისაღებად მესამე ლიგის კლუბში გაანათხოვრებს

AutoSharing Option
ლუკა კიკაბიძე, დიდი ალბათობით, ახალ კლუბში ითამაშებს. ეს სიახლე ფრანგული "ბასტიისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გაგვიმხილა.

კიკაბიძე საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ "ბასტიაში" შარშან ზაფხულში, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა, მაგრამ კლუბის ფორმა მხოლოდ ერთხელ, საფრანგეთის თასის მატჩში მოირგო. მას შემდეგ მოედანზე გასვლას უშედეგოდ ელოდა.

ჯაკობიას თქმით, ახალი სეზონიდან ლუკას საფრანგეთის სხვა კლუბში, სავარაუდოდ, იჯარით გაუშვებენ.

"ჯერ კიდევ შარშან, როცა კიკაბიძე საფრანგეთში მიიწვიეს, ვფიქრობდი, რომ მისი წაყვანა ჯერ ბელგიაში აჯობებდა. საფრანგეთი მაინც ძალიან მაღალ დონეზეა და საქართველოს შემდეგ
მოთამაშეს მომზადება, ევროპასთან შესაგუებლად, სწორედ ბელგიის ტიპის ქვეყანაში სჭირდება.

კიკაბიძეს კი, ჯერჯერობით, "ბასტიის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება. ამიტომ პრაქტიკის მისაღებად "სერკლ ატლეტიკ ბასტიაში" გაანათხოვრებენ. ეს გუნდიც კორსიკაზეა, ბასტიას გუნდია და საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში გამოდის", - ამბობს ჯაკობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ