ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვში" თამაშის შანსი კვლავ არ მისცეს

AutoSharing Option
23 ოქტომბერს რუსეთის პრემიერლიგაში XIII ტური უფაში გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" ჩავიდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე კვლავაც სტუმართა გუნდის სათადარიგოთა შორის იყო, მატჩი კი "უფას" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

"კრილია სოვეტოვს" 15 ქულა აქვს და რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეკარის, ნუკრი რევიშვილის გუნდი "მორდოვია" დღეს სარანსკში კრასნოდარის "კუბანს" მიიღებს.
ასევე დაგაინტერესებთ