TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა
სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
იმედია ქართველს/და სხვა შემადგელობას ვიხილავთ მერე მართლა პერსპექტივაზე გათვლილს,წინ საქართველო