ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: ნუკრი რევიშვილს ეკატერინბურგში სამი გოლი გაუტანეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ნუკრი რევიშვილის და მამუკა კობახიძის "მორდოვია" "ურალს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

სტუმართა კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე იცავდა, გუნდის მეორე ქართველმა ლეგიონერმა კობახიძემ კი შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.

17 ტურის შემდეგ "მორდოვია" მძიმე მდგომარეობაშია - სატურნირო ცხრილში 13 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციას იკავებს.

დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩს გამართავს საქართველოს ნაკრების მეორე მეკარის, გიორგი ლორიას გუნდი "კრილია სოვეტოვი", რომელიც სამარაში პერმის "ამკარს" მიიღებს. დიდი ალბათობით, მასპინძელთა კარს სწორედ ლორია დაიცავს.
ასევე დაგაინტერესებთ