გიორგი ჭანტურიას ბუნდესლიგის კლუბში გადასვლის შანსი აქვს?

AutoSharing Option
როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევ გიორგი ჭანტურიას ბუნდესლიგური კლუბები აკვირდებიან და არის შანსი, უახლოეს მომავალში მან ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში გააგრძელოს კარიერა.

ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. ფაქტია, "დუისბურგი" გავარდნის პირასაა და ასეთ დროსაც კი, ჭანტურიას მეტწილად შეცვლებზე უწევს თამაში. თან გუნდიც ვერ არის ისეთი, ჩვენებურის სტილს რომ მოუხდება - უფრო დაცვითი ფეხბურთისკენაა მიდრეკილი, გატანაზე მეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს...

მოკლედ, სეზონის დასასრულს უნდა დაველოდოთ.

გუშინ "ლელომ" რამდენჯერმე უნაყოფოდ სცადა ჭანტურიასთან დაკავშირება. იმედია, ის მალე
თავად გაგვარკვევს სიტუაციაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
დინამოში და ლიგაზე. ყველაზე ჭკვიანური გადაწყეტილება იქნება...
ბუნდესლიგაში სათადარიგო სკამზე ჯდომას ევრო ლიგაზე თავის გამოჩენა ჯობია...
qomagi
01 მარტი 2016 13:40
0
მოკლედ ამას უკეთებენ რეკლამას უკეთებენ უკეთებენ მაგრამ მაინც არაფერი გამოდის ამისგან. ბუნდესლიგა არა რეალი დაახევს კალთებს.
გიო
01 მარტი 2016 13:37
0
წარმატებები ამ ბიჭს მაგრა... ამის ბოლო სამტრედია ან სკა ენერგიაა :)
c
01 მარტი 2016 13:27
0
რატომ უნდა აიყვანოს ბუნდესლიგის კლუბმა ამ სტილის ფეხბურთელი? რა კრიტრიუმით? მე მტკნარი ჭორი მგონია ეს!!!
moluska
01 მარტი 2016 13:24
0
ესიგი გუნდის ბრალი ყოფილა :) 20 წუთზე მეტს რომ ვერ დარბის
vova
01 მარტი 2016 13:21
0
საცოდავი ის იქსი ბუნდესლიგური კლუბი რომელსაც მეტი ფანტაზია არ აქვს:)
zura
01 მარტი 2016 13:17
0
ნეტავიმც, მარა იქაც თუ არ იხუშტურა ისევ.
giga
01 მარტი 2016 12:56
0
აუფ?
ბბ
01 მარტი 2016 12:52
0
ბუნდეს ლიგაში კი არა არც ერთ ქართულ კლუბში არ ვათამაშებდი
Tedo
01 მარტი 2016 12:36
0
ანუ მეორე ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში არ ათამაშბენ და ან დროს პირველი ბუნდესლიგა ეპატიჟება ...

ქართული ჟურნალისტური ლოგიკის ზეიმი სტატია :)
Giorgi
01 მარტი 2016 12:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული