ნიკა ძალამიძე პოლონურ ექსტრაკლასას უბრუნდება?

AutoSharing Option
პოლონური "ევროსპორტის" ცნობით, დიდი შანსია, ნიკა ძალამიძე თურქეთიდან სათამაშოდ ისევ პოლონურ ექსტრაკლასაში დაბრუნდეს.

ივლისში "იაგელონიამ" ძალამიძე და პატრიკ ტუშჩინსკი თურქულ "რიზეში" ჯამში 5,5 მილიონი ზლოტის (1,25 მილიონი ევრო) სანაცვლოდ გაუშვა.

პოლონელები ამ გარიგებას კარგ გარიგებად მიიჩნევენ, რასაც ვერ ვიტყვით თურქებზე. "რიზე" მზადაა, დაშორდეს ძალამიძეს, რომელმაც ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო გუნდში ვერ გაამართლა.

24 წლის შემტევ ნახევარმცველს სათამაშოდ ძალიან მცირე დრო ეძლევა. მას "რიზესთან" 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მისი შეწყვეტა ზაფხულში სურს.

"ევროსპორტის" ინფორმაციით, ქართველს უკვე დაუკავშირდნენ
ექსტრაკლასას წარმომადგენელი კლუბების აგენტები. პოლონეთში ნიკას დაბრუნება ზამთარშიც სურდათ და, როგორც ჩანს, ეს სურვილი არ განელებულა. ჩვენებურმა პოლონეთის ჩემპიონატში 101 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ სად ტამაშობს მერე? მჭედლიძე სერია A-შია და პოლონური ექსტრაკლასისგან დიდად განსხვავდება მგონი.
me
14 აპრილი 2016 10:15
0
თქვენ რა მჭედლიძეს მეტი გოლი აქვს გატანილი გგონიათ? #1 ნაკრების თავდამსხმელს 128 თამაშში 14 გოლი აქვს გატანილი და ეს ნახევარმცველი მაინც არის.
Sagol da gelas
14 აპრილი 2016 09:12
0
ეს არის შემტევი 101 მატჩში რომ 10 გოლს გაიტან ? :D ვინებს აშუქებთ ხალხო რა ემართება ამ საიტს
sagol
13 აპრილი 2016 18:09
0
რაამბავია 101 მატჩში 10 გოლი საღოლ :დდ :((
gela
13 აპრილი 2016 17:12
0
ნიკა, დაურუნდი ფეხბურთს, რა გინდოდა თურქებში? შენი დიდი იმედი გვაქვს, უფალმა დაგლოცოს.
gizog
13 აპრილი 2016 16:06
0

სიახლეები პოპულარული