ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

არნემის "ვიტესის" ქართველები პსვ-სთან სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან

AutoSharing Option
დღეს ჰოლანდიის ერედივიზიეს 32-ე ტურში არნემის "ვიტესი" გათამაშების თანალიდერ პსვ-ს სტუმრობს. ქართველთა გუნდის მიზანი მე-7 ადგილზე გასვლაა, რომელიც პლეი ოფის საგზურს იძლევა. "ვიტესი" ახლა 45 ქულით მერვეზეა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურია.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, პსვ-სთან თამაშში ორივე ჩვენებური სასტარტოში იქნება - გურამ კაშია დაცვის ცენტრში, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი - ნახევარდაცვის.

შეგახსენებთ, რომ გუნდის კაპიტან გურამ კაშიას ანგარიშზე ამ სეზონში 24 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასია, ხოლო ყაზაიშვილის ანგარიშზე 30 თამაშში 10 გოლი და 2 საგოლე პასია.
ასევე დაგაინტერესებთ