"მადლობა, ჩვენ ეს შევძელით!" - ხვიჩა კვარაცხელიას და გურამ კაშიას კომენტარები საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატივარს, რომლებიც გვგულშემატკივრობდნენ 120 წუთის განმავლობაში. მადლობა, ჩვენ ეს შევძელით! ახალ სიმაღლეზე ასვლა მოვახერხეთ. 

საბერძნეთის ნაკრებს მადლობას ვუხდი, შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. იმედია, შემდეგში მათ გაუმართლებთ, მომავალში წარმატებას ვუსურვებ. მოედანზე თავი არ დაზოგეს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

"კიდევ ვერ ვიჯერებთ, რაც მოხდა. ბედნიერებაა, როცა ასეთ საქართველოს ვხედავ. გერმანიაში
მივდივართ!", - განაცხადა კაშიამ.

alt"ნაპოლიმ" საქართველოს ნაკრებს და ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვება მიულოცა [PHOTO]

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში

altაბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო ყველას მადლობა განსაკუთრებით მამარდაშვილის და ქოჩორაშვილს
ლექსო
01:44 27-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული