ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის გუნდი გაფიცვას აპირებს

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერ "მორდოვიაში", სადაც ორი ქართველი ირიცხება, ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე, ცუდი ვითარებაა - ფეხბურთელებს წლეულს ანაზღაურება არ მიუღიათ.

ამის გამო ფეხბურთელებმა კლუბის დირექტორ ბიბიკოვს კოლექტიური წერილი გადასცეს, რომლის მიხედვითაც, გუნდი გაფიცვას აპირებს.

23 აპრილს "მორდოვია" "სპარტაკთან" მორიგი ტურის თამაშს არ ჩაშლის, მეორე დღეს გუნდი ვარჯიშზეც გამოცხადდება, მაგრამ თუ იმ დროისთვის ხელფასები ჩარიცხული არ იქნება, აღარ ივარჯიშებს და კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთის ფედერაციის კავშირის შესაბამის პალატაში უჩივლებს.
ასევე დაგაინტერესებთ