ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქემ ქართველი დაიმატა

AutoSharing Option
სომხეთის ჩემპიონმა "ალაშკერტმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა 26 წლის ნახევარმცველ ირაკლი კვეკვესკირს, რომელმაც პირველი ვარჯიშიც ჩაატარა ახალ გუნდში.

კვეკვესკირი ბოლოს ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა, თუმცა სომხეთის ჩემპიონატი მისთვის უცხო არ არის, გასული სეზონის პირველი ნახევარი კვეკვესკირმა "მიკაში" გაატარა.

შეგახსენებთ, რომ თუ "ალაშკერტი" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" ეთამაშება.