მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

AutoSharing Option
იყო პერიოდი, როცა ლანჩხუთის "გურიაში" ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, სულ მცირე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე, ანდრეი ივანოვი გახლდათ, რომელიც გუნდში 1990 წელს ჩაირიცხა, თუმცა იმის გამო, რომ "გურია" და თბილისის "დინამო" სსრკ-ის ჩემპიონატიდან გავიდნენ, ლანჩხუთელთა რიგებში მხოლოდ ამხანაგური მატჩების ჩატარება მოასწრო.

ივანოვი იმ დროს 23 წლის იყო, მოსკოვის "სპარტაკის" სტილში აღზრდილი, ტექნიკური, ტაქტიკურად განსწავლილი ფეხბურთელი, რომელსაც თავად კონსტანტინ ბესკოვიც კი აქებდა. თუმცა, როცა გუნდში ალექსანდრე ჩივაძისაგან უშანსოდ დაჩაგრული ოლეგ რომანცოვი მივიდა, ივანოვს "სპარტაკის" დატოება მოუწია. მიზეზი არა
მხოლოდ სპორტული გახლდათ - ანდრეის დალევა უყვარდა და ალკოჰოლის მიღებას სხვისი თანდასწრებითაც არ ერიდებოდა.

ივანოვის გადმოსვლის წინ, "გურიამ" სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მეორედ მიიღო და მთელი დაბა ხარობდა. გუნდის ფეხბურთელები, თითქმის, ყოველ საღამოს წვეულებებზე ატარებდნენ და ღვინო წყალივით ჩქეფდა. ივანოვი იმან გადაარჩინა, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით ყველა ჩვენებურ კლუბს სსრკ-ის ჩემპიონატი უნდა დაეტოვებინა და ასეც მოხდა, ანდრეი კი უკან, "სპარტაკში" გაემგზავრა.

იქ პირობა წაუყენეს - არ უნდა დაელია. ფეხბურთელი ნარკოლოგთან დადიოდა და 10 წლის მანძილზე 1 ჭიქა არ დაულევია, დაოჯახდა და ვაჟიშვილიც შეეძინა. თეატრში დადიოდა და იტალიურს იმ იმედით სწავლობდა, რომ კარიერის სერია ა-ში გაგრძელებას მოახერხებდა. ეს 1991 წელს შვედეთში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, როცა ლეგენდარული ჯანლუკა ვიალი "დაკეტა".

ივანოვი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა და 1994 წლის მუნდიალზეც ითამაშებდა, რომ არა რუსულ ფეხბურთში მომხდარი ცნობილი მოვლენა - "თოთხმეტეულის წერილი", რომელშიც ნაკრების 14-მა წევრმა ფედერაცია და გუნდის მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა. მაშინ ფეხბურთელების ნაბიჯის წინააღმდეგ ოთარ კვანტრიშვილიც კი გამოვიდა. მოკლედ, მას შემდეგ ივანოვი ნაკრებში აღარ გამოუძახიათ.

ამის მიუხედავად, საკლუბო კარიერა კარგად მიდიოდა. "სპარტაკის" შემდეგ "დინამოში" გადავიდა, მერე იყოს ცსკა, ავსტრიული "ტიროლი" და გერმანული "ფიურტი". აი, გერმანიაში, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ტრადიციულ ბანკეტზე ივანოვმა 1 ჭიქა შამპანიური დალია და... ვეღარ გაჩერდა... 2000 წელს კარიერაც დაასრულა.

2008 წელს ინტერვიუს რუსულ "სპორტ-ექსპრესს" მისცა - ჟურნალისტები ნანახით შოკში ჩაცვივდნენ: ივანოვი საცხოვრებელში ქუჩის ალკოჰოლიკებთან ერთად იმყოფებოდა, საკუთარი ისტორიული მაისურიც გაეყიდა სასმელის საყიდლად. ყველაფერი, რაც წლების მანძილზე იშოვა, სპირტში დაეხარჯა.

ბინაში ცარიელი ბოთლების მთა იდგა. ანდრეის ორი მანქანა ჰყავდა - "მერსედესი" და "ვოლკსვაგენი", ორივე მოჰპარეს. ფეხბურთელის იმის გარკვევაც არ უცდია, ეს ვინ გააკეთა. გარკვეულ ეტაპზე ცოლმაც მიატოვა, შვილიც წაიყვანა. ანდრეიმ გამოსწორება სცადა, მწვრთნელობის დაწყება უნდოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ოჯახის წევრები, ახლობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ, ექიმებთან ექაჩებოდნენ, თუმცა ივანოვს არავის მოსმენა სურდა. 2009 წლის 19 მაისს კი ანდრეი გარდაიცვალა. ჭუჭყიან ბინაში, მარტოდმარტო, ალკოჰოლიზმისაგან გამოწვეული პნევმონიით. მაშინ 42 წლის იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Ssrk-s logos datoveba didi shecdoma iyo I'm dros, ar unda daetovebinat, imitomac cavida qartuli fexburti ukan
Temuri
18:29 26-12-2021
1
eh gurias 1990 shi ssrk umaglesi liga isev unda etamasha,xvdebit ramxela sastauli iko,lanchxutshi sadaz 8000 kazi zxovrobs...pirveli gundi iko kartuli gundebidan romelmaz uari tkva ssrk chempionatshi tamashe, miuxedavad imisa,umagless ligashi unda etamasha, mteli sakarvelos sirzxvilia axla roza guria rangit mesame ligashi asparezobs...chemi subiekturi azria sanam guria adrindel girsebas ar daibrunebs manamde sakartvelos fexburts arafer ar eshveleba!
qomagi
00:58 26-12-2021
5

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული