ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბაქოს "ინტერი" "სამტრედიას" გაეჯიბრება

AutoSharing Option
azerisport.com-ის ინფორმაციით, ბაქოს "ინტერი" მატარებლით საქართველოში გამოემგზავრა, სადაც შეკრებას მოაწყობს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერს" ზაურ სვანაძე თავკაცობს, გუნდში კიდევ ერთი ქართველია - ვეტერანი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.

28 აგვისტოს "ინტერი" ამხანაგურად "სამტრედიას" გაეჯიბრება. აზერბაიჯანული კლუბი 1-ელ სექტემბერს მეორე სპარინგს გეგმავს, თუმცა მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ინტერი" 3 თამაშიდან 5 ქულით მესამე ადგილზეა.