ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "ნოე სულაბერიძის შოუ" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც "ჯვაროსნების" ყოფილ კაპიტან კახა კალაძეზე ისაუბრა:

"ვოცნებობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და თითქმის 100 მატჩამდე ავედი.

ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში, კახა კალაძე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, თავისი ტიტულებითა და ნიჭით.

ინგლისში თამაშისას მივხვდი, ნიჭიერება რას ნიშნავს. ნიჭიერია ადამიანი, რომელსაც შრომა უყვარს და ეს კახას ცხოვრებას ასახავს.

კალაძეს იმ დროიდან ვიცნობ, როცა მამაჩემი (ნოდარ ხიზანიშვილი) მისი ქალაქის გუნდს წვრთნიდა. კახა ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი მოთამაშე იყო. მაშინ
ვერავინ იტყოდა, რომ ამ დონეზე ითამაშებდა. ის არ ყოფილა გამორჩეული ტიპაჟი, ძალისმიერი და შრომისმოყვარე იყო."

altკალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

altშვედეთთან ნაკრებს ხიზანიშვილი გაუძღვება - სანიოლის დისკვალიფიკაცია

მკითხველის კომენტარები / 40 /
საუკეთესო ქინქლაძე იყო. მერე ასათიანი, მერე ქეცბაია და დანარჩენები მერე. ტიტულების მხრივ და კარიერის მხრივ კალაძე, მარა როგორც ფეხბურთელი პირველი ქინქლაძე იყო და ყველას უნდა ახსოვდეს
mexsiereba.
07:27 25-04-2024
2
ვისაც ფეხბურთი გიყვარრთ კალაძეზე,კობიძე იაშკაზე.თუნდაც პოლიტიკურად საპირისპიროდ განწყობილ არველაძეებზე ცუდი როგორ გცდებათ.
ორივე მხარემ საკმაოდ ბევრი გააკეთა და კიდევ აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ბევრს ქართული ფეხბურთისთვის,რა ვქნათ ახლა არ გვაქვს ჭაბურღილები და მილიონები.ვერც ყარაბახისნაერ კლუბს გავაკეთებთ.
სამაგიეროდ ჩვენ რაშიც ვჯობივართ-ნიჭით ჩვენი ნაკრები მაგათსაზე ბევრად წინაა.
ამ მომენტში ჩვენი რეგიონიდან მარტო უკრაინა და თურქეთია ევროზე და ორივეს უკან მოიპოვებენ ბიჭები-რომლებსაც ყველა მხარე თავზე უნდა გადავყვეთ და მორჩით აქ საფეხბურთო საიტზე პოლიტიკური გესლის ნთხევას.
იშრომეთ და თქვენს ცხოვრებას მიხედეთ-არასდროს არ იქნება ისეთი ცხოვრება 3000€ სამსახურები ასარჩევად რო იყოს ყველასთვის.
ვინც არ უნდა იყოს სათავეში გაჭირვება სულ იქნება და ნუ აყვებით ვიღაცეების პროპაგანდას რო თქვენი გაბრაზება სათავისოდ გამოიყენოს.
Levani
23:35 24-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული