This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ის, რომ "ურალმა" სტუმრად ქულა მოიპოვა, ამაში თავისი წვლილი ქართველმა ლეგიონერმაც შეიტანა. "ურალმა" ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, სწორედ მის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაათანაბრა.
ჭანტურიამ თამაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ის მწვრთნელმა მხოლოდ თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე შეცვალა. მთლიანობაში, გიორგი აქტიური და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
აღსანიშნავია, რომ "ურალში" შეუცვლელად ითამაშა საქართველოს მოქალაქეობის მქონე ზამბიელმა თავდამსხმელმა ჩისამბა ლუნგუმ, რომელიც თავის დროზე ზუგდიდის "ბაიას" ღირსებას იცავდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო მიწვეული.
ამჟამინდელი მდგომარეობით, "ურალს" 9 ქულა აქვს და რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა.