ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სავარაუდოდ, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ტრავმა აქვს და არსებობს საშიშროება, რომ ეროვნულ გუნდს მოლდოვასთან 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმაროს.

მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ჰავბეკმა ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, სტუმრად "ტომთან" გასამართი მატჩის წინა ვარჯიშზე მიიღო. ამის შესახებ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლეონიდ ტრახტენბერგმა აცნობა, რომლის თქმით, ანანიძეს თეძოს კუნთი აწუხებს.

ტრავმის გამო ჯანო "ტომთან" მატჩის განაცხადში არ მოხვდა, დაზიანების ხარისხის შესახებ უფრო დეტალურად კი ორშაბათს, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევი ციკლის მატჩს მოლდოვასთან 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.
ასევე დაგაინტერესებთ