მე ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას... ლაშა დვალს ამსტერდამის "აიაქსი" აკვირდება

AutoSharing Option
პოლონური მედიის ინფორმაციით, ამსტერდამის "აიაქსი" საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მცველ ლაშა დვალს აკვირდება, რომელიც ამჟამად პოლონურ "შლიონსკში" თამაშობს.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დვალმა უკვე რამდენიმე გუნდი გამოიცვალა. მას უთამაშია "სკონტოში" (ლატვია), "რედინგში" (ინგლისი), "ქასიმფაშასა" (თურქეთი) და "დუისბურგში" (გერმანია), საქართველოს ნაკრებში კი 5 მატჩი აქვს ჩატარებული...

პოლონური futbolnews.pl წერს, რომ ამსტერდამული კლუბის სკაუტები ესწრებოდნენ იმ შეხვედრას, რომელშიც დვალმა გოლი გაუტანა ლუბინის "ზაგლებიეს".

- ლეგიონის უქმეები: გოგიას დუბლი და
ქართველის გოლი ქართველის კარში [VIDEO]


რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა. ბოლო დროს, ქართველი ფეხბურთელები ევროპული ფეხბურთის გრანდებისგან ინტერესით ნამდვილად არ არიან განებივრებულნი.

შეგახსენებთ, რომ "აიაქსში" აქამდე ორ ქართველს, შოთა არველაძესა და გიორგი ქინქლაძეს უთამაშია. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი მათ გზას დაადგება.

მოგეხსენებათ, "აიაქსი" ნადირობს პერსპექტიულ ფეხბურთელებზე, რათა მათი ოსტატობა კიდევ უფრო აამაღლოს და შემდეგ მდიდარ ევროპულ კლუბებს მიჰყიდოს. დვალი თავის ასაკში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ამსტერდამულ გრანდს კი მუდმივი პრობლემები აქვს დაცვაში.

გუშინ "ლელო" დვალს პოლონეთში დაუკავშირდა. აი, მისი კომენტარიც:

"ამსტერდამიდან მე არავინ შემხმიანებია, მაგრამ აქ მართლაც დაიწერა, დვალს "აიაქსი" აკვირდებაო. თან ითქვა ისიც, ეს პირველი შემთხვევა არ არისო...

არ ვიცი, რამდენად არის ეს სიმართლე. მე ვაგრძელებ ჩვეულებრივად ჩემი საქმის კეთებას. როგორც ჩემი, ისე "შლიონსკის" საქმეები, ღმერთის წყალობით, კარგად მიდის და იმედია, ასევე გაგრძელდება", - გვითხრა დვალმა.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფაქტია, ამსტერდამული გრანდი სისტემატურად ანახლებს შემადგენლობას და შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გუნდის უკანა ხაზსაც შეეხოს, თუნდაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში.

ერთი ცხადია: თავის თაობაში დვალი გამორჩეულია როგორც საფეხბურთო მონაცემებით, ისე პროფესიონალიზმით, რაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები დვალს, შრომა ადრე თუ გვიან დაუფასდება.
David
15:20 17-11-2016
0
Naxodkis pagranichniki ))))))))))))))))))))))))))))))))
Goga
14:01 17-11-2016
0

სიახლეები პოპულარული